საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3189
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-15
სარეგისტრაციო კოდი
010.210.010.04.001.002.305
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა დასახლებულ პუნქტსა და იმავდროულად სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;“.

2. 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;“.

3. 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს;“.

4. 94-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 6 ივნისი.

№3189-Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია