„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3187
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-15
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.002.303
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

     „მუხლი 111. სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება

სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 6 ივნისი.

№3187–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია