საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1024
2014 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„შპს „სახელმწიფო სამშენებლო კოპანიის“ მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია შპს „სახელმწიფო სამშენებლო კოპანიის“ (ს/კ 205140257) მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი