„ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2157 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1045
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017235
„ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2157 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1045

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 „ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2157 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2157 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი – შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ კაპიტალის გასაზრდელად, როტორიანი თოვლსატკეპნი მანქანის შეძენასთან, არსებული თოვლსატკეპნი მანქანებისა და საბაგიროების სათადარიგო ნაწილების შეძენასა და მიმდინარე რემონტთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია