„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
402
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-19
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018022
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №402

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2011 წლის  27 დეკემბრის №489 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 040030000.10.003.016649) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის  35 და 36 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. 112 უფლებამოსილია კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან განსხვავებული საფასური.  

36. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტების მიზნებისთვის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მანძილი განისაზღვრება ევაკუატორით ან თავისი სვლით გადასაადგილებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან მისი ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე.“.      

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია