|
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვრის ბრძანება №5/ნ- ვებგვერდი, 24.01.2024წ. |
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1. დამტკიცდეს: ა) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმები (დანართი №1); ბ) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების შევსების წესი (დანართი №2); გ) პაციენტის განცხადება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვის შესახებ (დანართი №3). |
2. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში ჩართვის მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნეს: ა) პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა ან/და ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. |
3. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში პაციენტის ჩართვის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ფორმებს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) პაციენტის განცხადება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვის შესახებ (დანართი №3); ბ) პაციენტთან დადებული ხელშეკრულება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 19.02.2015წ. |
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|