ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-41/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2024-01-24
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016269
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-41/ნ

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვრის ბრძანება №6/ნ- ვებგვერდი, 24.01.2024წ.


,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების პროგრამების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:
ა) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (დანართი №1);
ბ) ოპიოიდების ჩამონათვალი (დანართი №2);
გ) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი (დანართი №3).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვრის ბრძანება №6/ნ- ვებგვერდი, 24.01.2024წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების  შესახებ” საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009  წლის 20 იანვრის №37/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




დანართი №1

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვრის ბრძანება №6/ნ- ვებგვერდი, 24.01.2024წ.

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა

მუხლი 1. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მეთოდიკის შექმნის საფუძველი და მოქმედების სფერო
1.    ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (შემდგომში – ჩანაცვლებითი მკურნალობა) იქმნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე და არეგულირებს ჩანაცვლებით მკურნალობას  საქართველოში.
2.  ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი  მკურნალობის განხორციელება წარმოადგენს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას და რეგულირდება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა და მისი სახეები
1. ჩანაცვლებითი მკურნალობა არის ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობა ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების – ფარმაცევტული პროდუქტის (შემდგომში – ფარმაცევტული პროდუქტი) გამოყენებით, რომელსაც გააჩნია ჯვარედინი დამოკიდებულება და ჯვარედინი ტოლერანტობა იმ ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ, რომლის მიმართ განვითარებულია დამოკიდებულების სინდრომი.
2. ოპიოიდური დამოკიდებულება წარმოადგენს სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიოლოგიური, ქცევითი და კოგნიტური ფენომენის ერთობლიობას, რომელიც, ობიექტურად ინდივიდის ინტერესის საწინააღმდეგოდ, ხასიათდება ოპიოიდის მიღების მაღალი პრიორიტეტით, რაც ნარკომანიის ფორმირების ძირითად კომპონენტად გვევლინება. ოპიოიდებზე დამოკიდებულება განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართში მითითებულ ერთ-ერთ რომელიმე ნივთიერებაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე დამოკიდებულებად.
3. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის  ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამონათვალი განისაზღვრება №3 დანართის შესაბამისად.
4. ჩანაცვლებითი მკურნალობის სახეებია:
ა) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის კლებითი დოზებით მკურნალობა არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში;
ბ) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადის განმავლობაში;
გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვემდე ვადით;
დ) ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვეზე მეტი ვადით;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაციონარული მკურნალობა ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით.
მუხლი 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია:
ა) ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, საზოგადოებაში რეინტეგრაცია;
ბ) აივ-ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტებისა და სისხლის გზით გადამდები სხვა დაავადებების  გავრცელების პრევენცია;
გ) ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის გზით პაციენტებში  რემისიის მდგომარეობის მიღწევა;
დ) ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შეწყვეტა/შემცირება, არალეგალური ნარკოტიკების/ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტა/შემცირება და მათი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ე) ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართულ პირთა საზოგადოებრივი საშიშროების რისკის შემცირება.
მუხლი 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების უზრუნველყოფა
1. ჩანაცვლებითი მკურნალობის ფინანსირება ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი, საქველმოქმედო და კერძო რესურსებით. მკურნალობის ანაზღაურების ოდენობა დგინდება მკურნალობის კონკრეტული ფორმატის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმდინარეობის პერიოდში (სამუშაო საათებში),  სამედიცინო პერსონალისა და სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულება უზრუნველყოს შესაბამისი დაცვით.
3. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქმნება სამედიცინო - საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სსკ).
4. ჩანაცვლებითი მკურნალობის მართვის ეფექტური განხორციელებისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი მკურნალობის მართვის განხორციელების ზედამხედველობის საბჭო (შემდგომში – ზედამხედველობის საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებით. ზედამხედველობის საბჭო უფლებამოსილია ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში მოიწვიოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.
მუხლი 5. ჩანაცვლებითი მკურნალობაში პაციენტთა ჩართვის საფუძველი და კრიტერიუმები
1. ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტთა ჩართვის საფუძველია ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზისა და მასთან ერთად ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმთაგან არანაკლებ ერთ-ერთის არსებობა.
2. კრიტერიუმები:
ა) არანაკლებ 21 წლის ასაკი;
ბ) ოპიოიდების ინექციური მოხმარება;
გ) აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება;
დ) ორსულობა;
ე) მიგრანტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გამომგზავრების მომენტისთვის ჩართული იყო უცხოეთში ჩანაცვლებით მკურნალობაში (მათი მომსახურებისა და ანაზღაურების ფორმა და წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
ვ) სხვა, განსაკუთრებული სამედიცინო ან/და სოციალური ჩვენების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით,  სამინისტროს ზედამხედველობის საბჭოს თანხმობით;
ზ) პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირი, გათავისუფლებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, რომელიც გათავისუფლების მომენტისთვის ჩართული იყო ჩანაცვლებითი მკურნალობაში.
3. პაციენტი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ჩართული ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ ორ ან მეტ დაწესებულებაში.
მუხლი 6. პაციენტთა ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვის წესი
1. პაციენტის ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვა ხორციელდება სსკ-ის გადაწყვეტილებით, თუკი პაციენტი აკმაყოფილებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტის ჩასართავად მოქალაქის განცხადების საფუძველზე, სსკ განიხილავს  მისი ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. განცხადებას თან უნდა ახლდეს პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა), ხოლო ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, ,,ე“, „ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
4. მკურნალობაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.
5. ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტთა ჩართვა ხორციელდება შესაბამისი პროგრამების მოცულობის  ფარგლებში.
მუხლი 7. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება
1. პაციენტის მკურნალობა წარმოებს მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც საზღვრავს მკურნალი ექიმი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის პაციენტს.
2. ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის საწყისი დოზის განსაზღვრა ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ და მტკიცდება სსკ-ს მიერ.
3. პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის მიღება დაწესებულებაში ხორციელდება ყოველდღიურად, სამედიცინო პერსონალის და დაცვის კონტროლის ქვეშ.
4. ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტი ან მისი წარმომადგენელი   მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელობას და აცნობებს, რომ იგი არის ჩანაცვლებითი მკურნალობის მოსარგებლე. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ დაწესებულებას და მიაწოდოს მას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV-100/ა).
5. დაწესებულება ვალდებულია სტაციონარის შესაბამის განყოფილებას გადასცეს სამკურნალო საშუალების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში. გადასაცემი სამკურნალო საშუალების რაოდენობა ისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური დოზისა და მისი სტაციონარში დაყოვნების საჭიროების მიხედვით. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის მიერ პაციენტის სტაციონარულ სამედიცინო ბარათში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა და დანიშნული დოზა.
6. სტაციონარი ვალდებულია გააფორმოს მიმწოდებელთან სამკურნალო საშუალების გადაცემა-მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, დადგენილი წესის შესაბამისად.
7. სტაციონარის განყოფილება ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციენტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მისი აღრიცხვა, შენახვა, სამედიცინო დოკუმენტაციაში გაფორმება, გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განადგურება.
8. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პაციენტისთვის განსაზღვრული დოზის, 1 დღის ულუფის გატანაზე უფლებამოსილია პაციენტის მინდობილი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელ მოწმობას;
გ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტს და მის ასლს ან ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას და მის ასლს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია ინახება მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში (განყოფილებაში) 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამასთან, შესაბამისი დოკუმენტის რეკვიზიტები მიეთითება პაციენტის სამედიცინო ბარათში.
10. პაციენტის ქვეყნის შიგნით გადაადგილების შემთხვევაში, პაციენტის  წერილობითი განცხადების საფუძველზე, ჩანაცვლებითი მკურნალობის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელის მიერ გაიცემა მიმართვა, რომელსაც პაციენტი წარადგენს მისი სავარაუდო ადგილსამყოფლის ტერიტორიული ერთეულის ჩანაცვლებითი მკურნალობის  მიმწოდებელ უახლოეს დაწესებულებაში  (განყოფილებაში).
11. ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლის შემთხვევაში დასაშვებია მას ხელზე გადაეცეს ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალება, რომლის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევაში, მკურნალობაში ჩართულმა პაციენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებას და წარუდგინოს შეძენილი ბილეთის ასლი (თუ ბენეფიციარი გადაადგილდება კერძო ავტომობილით, მიმწოდებელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ავტომობილის ტექნიკური პასპორტისა და მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი). აღნიშნულის საფუძველზე დაწესებულება გასცემს საზღვარგარეთ გამგზავრების დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე პაციენტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ჩამანაცვლებელი პრეპარატის დასახელება, პრეპარატის დღიური დოზა და ხელზე გასაცემი პრეპარატის ჯამური დოზა. დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, პაციენტი, განცხადებასთან ერთად წარადგენს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, ჩამანაცვლებელი პრეპარატის საზღვარგარეთ გატანის თანხმობის მოსაპოვებლად.
13. საქართველოში  უკან დაბრუნებისას, პაციენტმა მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს პასპორტი და პასპორტის ასლი, სადაც დაფიქსირებული იქნება საზღვრის კვეთა (ასლი ინახება სამედიცინო დაწესებულებაში 3 წლის განმავლობაში). წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტი გარიცხული იქნება მკურნალობიდან.
14. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) ღონისძიებების დროს პირებისათვის, რომლებიც გადიან საიზოლაციო/საკარანტინო ღონისძიებებს დაწესებულებაში, მათ შორის ბინაზე, რის გამოც ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით მოკლებულნი არიან ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებში ყოველდღიურად გამოცხადების შესაძლებლობას:
ა) კუთვნილი ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების სტანდარტული ულუფის, არაუმეტეს 5 დღის ოდენობის, მიწოდება ხორციელდება დაწესებულების (განყოფილების) თანამშრომლის, პაციენტის მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადების და იზოლაციაში/კარანტინში ყოფნის დამადასტურებელი ცნობის, შესაბამისი მინდობილობის/წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე);
ბ) ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვა ხორციელდება ნარკოლოგის დასკვნის საფუძველზე ან სსკ-ის გადაწყვეტილებით.
მუხლი 8. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების კონტროლი
1. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, პერიოდულად (არანაკლებ თვეში ერთხელ) ტარდება თითოეული პაციენტის ბიოლოგიური მასალის მოულოდნელი გადამოწმება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პაციენტის სხვა სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში მისთვის ანალიზის ჩატარების (არანაკლებ სამ თვეში ერთხელ) სიხშირე და მიზანშეწონილობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
მუხლი 9. ჩანაცვლებითი  მკურნალობის კურსის დასრულება
ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. მკურნალი ექიმის  გადაწყვეტილებით, პაციენტს შესაძლოა გაუფორმდეს ერთთვიანი შესვენება გამოცდის სახით. დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს ამ პერიოდის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, სსკ-ს გადაწყვეტილების საფუძველზე პაციენტის შეუფერხებელი შემობრუნება მკურნალობაში.
მუხლი 10. ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტა
1. ჩანაცვლებითი მკურნალობის არაგეგმური შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იყოს პაციენტის მოთხოვნით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან მკურნალობიდან გარიცხვით.
2. მკურნალობიდან გარიცხვის კრიტერიუმებია:
ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული  ფარმაცევტული პროდუქტის  ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტები;
ბ) დაწესებულების შინაგანაწესის  დარღვევა;
გ) სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტული მოქცევა;
დ) თვეში 5 არასაპატიო გაცდენა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევების პირველ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი შედეგის შესახებ მკურნალი ექიმის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სსკ განიხილავს  პაციენტის მკურნალობიდან გარიცხვის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი მკურნალობიდან გარიცხვის ან/და მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
4. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (პერსონალის ან სხვა პაციენტთა მიმართ უხეში მოქცევა, ჩამანაცვლებელი პრეპარატის დაწესებულებიდან გატანის მცდელობა, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დადგენილი წესის დარღვევა) პაციენტი შესაძლოა გარიცხულ იქნეს მკურნალობიდან პირველივე დარღვევის შემდგომ, სსკ-ს გადაწყვეტილებით.
5. სსკ-ის მიერ პაციენტის მკურნალობიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას ეძლევა უფლება ჩაიტაროს მოკლევადიანი (არაუმეტეს 30 დღიანი) დეტოქსიკაციის კურსი. აღნიშნული უფლების გამოყენებისას პაციენტი მკურნალობიდან გარიცხულად ითვლება დეტოქსიკაციის კურსის დასრულებისთანავე.
მუხლი 11.  ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიღების, შენახვის აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესები
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და განადგურება წარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №2

ოპიოიდების ჩამონათვალი

№

ნივთიერების დასახელება

 

ქიმიური დასახელება

 

1

3-მეთილთიოფენტანილი

3-METHYLTHIOFENTANYL

N-[3-methyl-1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl] propionanilide

2

3-მეთილფენტანილი

3-METHYLFENTANYL

N-(3-methyl-1-phenethyl-4-piperidyl)propionanilide

3

ალფამეთადოლი

ALPHAMETHADOL

α-6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol

4

ალფა-მეთილ-4-მეთილთიოფენეტილამინი

4-MTA

α-methyl-4-methylthiophenethylamine

 

5

ალფა-მეთილთიოფენტანილი

ALPHA-METHYLTHIOFENTANYL

N-[1-[1-methyl-2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl] propionanilide

6

ალფა-მეთილფენტანილი

ALPHA-METHYLFENTANYL

N-[1-(α-methylphenethyl)-4-piperidyl]propionanilide

7

ალფამეპროდინი

ALPHAMEPRODINE

α-3-ethyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine

8

ალფაცეტილმეთადოლი

ALPHACETYLMETHADOL

α-3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane

9

აცეტილ-ალფა-მეთილფენტანილი

ACETYL-ALPHA-METHYLFENTANYL

N-[1-(α-methylphenethyl)-4-piperidyl]acetanilide

 

10

აცეტილმეთადოლი

ACETYLMETHADOL

3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane

11

აცეტორფინი

ACETORPHINE

3-O-acetyltetrahydro-7α-(1-hydroxy-1-methylbutyl)-6,14-endo-ethenooripavine

(derivative of thebaine)

(თებაინის წარმოებული)

12

ბეზიტრამიდი

BEZITRAMIDE

1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-(2-oxo-3-propionyl-1-benzimidazolinyl)piperidine

13

ბენზეთიდინი

BENZETHIDINE

1-(2-benzyloxyethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

14

ბენზილმორფინი

BENZYLMORPHINE

3-benzylmorphine

 

15

ბეტამეთადოლი

BETAMETHADOL

β-6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol

 

16

ბეტამეპროდინი

BETAMEPRODINE

β-3-ethyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine

17

ბეტაპროდინი

BETAPRODINE

β-1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine

18

ბეტაცეტილმეთადოლი

BETACETYLMETHADOL

β-3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane

19

ბეტა-ჰიდროქსი-3-მეთილფენტანილი

BETA-HYDROXY-3-METHYLFENTANYL

N-[1-(β-hydroxyphenethyl)-3-methyl-4-piperidyl]propionanilide

20

ბეტა-ჰიდროქსიფენტანილი

BETA-HYDROXYFENTANYL

N-[1-(β-hydroxyphenethyl)-4-piperidyl]propionanilide

21

დეზომორფინი

DESOMORPHINE

Dihydrodesoxymorphine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

22

დიამპრომიდი

DIAMPROMIDE

N-[2-(methylphenethylamino)-propyl]propionanilide

23

დიმეფეპტანოლი

DIMEPHEPTANOL

6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol

 

24

დიჰიდროეტორფინი

DIHYDROETORPHINE

7,8-dihydro-7α-[1-(R)-hydroxy-1-methylbutyl]-6,14-endo-ethanotetrahydrooripavine

(derivative of etorphine)

(ეტორფინის წარმოებული)

25

დიჰიდრომორფინი

DIHYDROMORPHINE

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

26

ეთილმეთილთიამბუტენი

ETHYLMETHYLTHIAMBUTENE

 3-ethylmethylamino-1,1-di-(2’-thienyl)-1-butene

 

27

ეტონიტაზენი

ETONITAZENE

1-diethylaminoethyl-2-p-ethoxybenzyl-5-nitrobenzimidazole

28

ეტორფინი

ETORPHINE

tetrahydro-7α-(1-hydroxy-1-methylbutyl)-6,14-endo-ethenooripavine

(derivative of thebaine)

(თებაინის წარმოებული)

29

თიოფენტანილი

THIOFENTANYL

N-[1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl]propionanilide

 

30

იზომეთადონი

ISOMETHADONE

6-dimethylamino-5-methyl-4,4-diphenyl-3-hexanone

 

31

კეტობემიდონი

KETOBEMIDONE

4-m-hydroxyphenyl-1-methyl-4-propionylpiperidine

 

32

კოდოქსიმი

CODOXIME

dihydrocodeinone-6-carboxymethyloxime

(derivate of morphine)

(მორფინის წარმოებული)

33

ლევომეტორფანი

LEVOMETHORPHAN

(-)-3-methoxy-N-methylmorphinan

 

34

ლევომორამიდი

LEVOMORAMIDE

(-)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl)butyl]morpholine

35

ლევოფენაცილმორფანი

LEVOPHENACYLMORPHAN

(-)-3-hydroxy-N-phenacylmorphinan

 

36

მეთადონის სინთეზის შუალედური პროდუქტი

METHADONE INTERMEDIATE

4-cyano-2-dimethylamino-4,4-diphenylbutane

 

37

მეთილდეზორფინი

METHYLDESORPHINE

6-methyl-Δ6-deoxymorphine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

38

მეთილდიჰიდრომორფინი

METHYLDIHYDROMORPHINE

6-methyldihydromorphine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

39

მეტაზოცინი

METAZOCINE

2'-hydroxy-2,5,9-trimethyl-6,7-benzomorphan

 

40

მეტოპონი

METOPON

5-methyldihydromorphinone

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

41

მიროფინი

MYROPHINE

Myristylbenzylmorphine

(derivate of morphine)

(მორფინის წარმოებული)

42

მორამიდის სინთეზის შუალედური პროდუქტი

MORAMIDE INTERMEDIATE

2-methyl-3-morpholino-1,1-diphenylpropane carboxylic acid

43

მორფერიდინი

MORPHERIDINE

1-(2-morpholinoethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

44

მორფინ-N-ოქსიდი

MORPHINE-N-OXIDE

(derivate of morphine)

(მორფინის წარმოებული)

45

მორფინის მეთობრომიდი და მორფინის სხვა ხუთვალენტიანი აზოტური წარმოებულები, მათ შორის, მორფინ-N-ოქსიდის წარმოებულები, რომელთაგან ერთ-ერთი

N-ოქსი-კოდეინია

MORPHINE METHOBROMIDE AND OTHER PENTAVALENT NITROGEN MORPHINE DERIVATIVES INCLUDING IN PARTICULAR THE MORPHINE-N-OXIDE DERIVATIVES, ONE OF WHICH IS CODEINE-N-OXIDE

 

 

46

მფპპ

MPPP

1-methyl-4-phenyl-4-piperidinol propionate (ester)

 

47

ნორაციმეთადოლი

NORACYMETHADOL

(±)-α-3-acetoxy-6-methylamino-4,4-diphenylheptane

48

ნორლევორფანოლი

NORLEVORPHANOL

(-)-3-hydroxymorphinan

 

49

ნორმორფინი

NORMORPHINE

demethylmorphine

(derivate of morphine)

(მორფინის წარმოებული)

50

ოდტ  *

ODT

o-desmethyltramadol

51

ოპიუმი (ამფიონი)

OPIUM 

 

The coagulated juice of the opium poppy (plant species Papaver somniferum L.)

დამაძინებელი ყაყაჩოს (მცენარე  Papaver somniferum L) შედედებული რძეწვენი

52

ოპიუმი ექსტრაქციული,

მათ შორის: 

ა) ნარკოტიკული საშუალებების (მორფინი, კოდეინი, თებაინი, ორიპავინი) შემცველი ნებისმიერი სახეობის მცენარიდან წყლიანი გამონაწვლილი, გამონახარში, გამონაცემი, ნაყენი ან ამოქროლების შედეგად მიღებული მშრალი ნაშთი;

ბ) დამაძინებელი ყაყაჩოსგან ნებისმიერი გზით მიღებული, ნარკოტიკულად აქტიური ალკალოიდები;

გ) ყაყაჩოს ნამჯისგან კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი პრეპარატი

 

53

ოპიუმის ექსტრაქტი

(EXTRACT OPIUM)

 

54

ოპიუმის ნაყენი

(TINCTURA OPII)

 

55

ოქსიმორფონი

OXYMORPHONE

14-hydroxydihydromorphinone

(derivate of morphine)

(მორფინის წარმოებული)

56

პარა-ფლუოროფენტანილი

PARA-FLUOROFENTANYL

4'-fluoro-N-(1-phenethyl-4-piperidyl)propionanilide

 

57

პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი A

PETHIDINE INTERMEDIATE A

4-cyano-1-methyl-4-phenylpiperidine

 

 

58

პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი B

PETHIDINE INTERMEDIATE B

4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

 

 

59

პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი C

PETHIDINE INTERMEDIATE C

1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid

 

 

60

პეპაპ

PEPAP

1-phenethyl-4-phenyl-4-piperidinol acetate (ester)

 

61

პიმინოდინი

PIMINODINE

4-phenyl-1-(3-phenylaminopropyl)piperidine-4-carboxylic acid ethyl ester

62

პროპერიდინი

PROPERIDINE

1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid isopropyl ester

63

პროჰეპტაზინი

PROHEPTAZINE

1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxyazacycloheptane

64

რაცემეთორფანი

RACEMETHORPHAN

(±)-3-methoxy-N-methylmorphinan

 

65

რაცემორამიდი

RACEMORAMIDE

(±)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl)butyl]morpholine

66

ფენამპრომიდი

PHENAMPROMIDE

N-(1-methyl-2-piperidinoethyl)propionanilide

 

67

ფენომორფანი

PHENOMORPHAN

3-hydroxy-N-phenethylmorphinan

 

68

ფენოპერიდინი

PHENOPERIDINE

1-(3-hydroxy-3-phenylpropyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

69

ფურეთიდინი

FURETHIDINE

1-(2-tetrahydrofurfuryloxyethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

70

ყაყაჩო დამაძინებელი

PAPAVER SOMNIFERUM

 

71

ყაყაჩოს ნამჯა

POPPY STRAW

all parts(except the seeds) of the opium poppy, after mowing

მოცელილი დამაძინებელი ყაყაჩოს ყველა ნაწილი, გარდა ყაყაჩოს თესლებისა

72

ყაყაჩოს ნამჯის კონცენტრატი

CONCENTRATE OF POPPY STRAW

 the material arising when poppy straw has entered into a process for the concentration of its alkaloids when such material is made available in trade, (“Poppy straw”: all parts (except the seeds) of the opium poppy, after mowing)

(მასალა, რომელიც მიიღება ყაყაჩოს ნამჯისაგან მაშინ, როცა ყაყაჩოს ნამჯა განიცდის მასში შემავალი ალკალოიდების კონცენტრირების პროცესს, თუ ეს მასალა ხდება ვაჭრობის საგანი)

73

ყაყაჩოს ნამჯის ექსტრაქტი

EXTRACT OF POPPY STRAW

     

დამაძინებელი ყაყაჩოს ნამჯისგან ნებისმიერი გზით მიღებული, ნარკოტიკულად აქტიური ალკალოიდები, აგრეთვე ყაყაჩოს ნამჯისგან კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი პრეპარატი

74

ყაყაჩოს (დამაძინებელი ყაყაჩოს) ნებისმიერი სახის ნაყენი და რძეწვენი

THE COAGULATED JUICE AND TINCTURS OF POPPY STRAW     

 

75

ყველა იმ სახეობის ყაყაჩო და მისგან მომზადებული პროდუქტი, რომელიც არ არის დამაძინებელი ყაყაჩო, მაგრამ შეიცავს ამ სიაში მითითებულ ნარკოტიკულ საშუალებას    

 

76

ჰეროინი

HEROIN

diacetylmorphine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

77

ალილპროდინი

ALLYLPRODINE

3-allyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine

78

ალფაპროდინი

ALPHAPRODINE

α-1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine

79

ალფენტანილი

ALFENTANIL

N-[1-[2-(4-ethyl-4,5-dihydro-5-oxo-1H-tetrazol-1-yl)ethyl]-4-(methoxymethyl)-4-piperidinyl]-N-phenylpropanamide

80

აცეტილდიჰიდროკოდეინი

ACETYLDIHYDROCODEINE

(derivative of codein)

(კოდეინის წარმოებული)

81

ბუპრენორფინი

BUPRENORPHINE

 

2l-cyclopropyl-7-α-[(S)-1-hydroxy-1,2,2-trimethylpropyl]-6,14- endo-ethano-6,7,8,14-tetrahydrooripavine

82

ბუტორფანოლი

BUTORPHANOL

17-cyclobutylmethyl-morphinan-3,14-diol

 

83

დექსტრომორამიდი

DEXTROMORAMIDE

(+)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl) butyl]morpholine

(dextro-rotatory isomer of moramide)

(მორამიდის მარჯვნივ მბრუნავი იზომერი)

84

დექსტროპროპოქსიფენი

DEXTROPROPOXYPHENE

 

α-(+)-4-dimethylamino-1,2-diphenyl-3-methyl-2-butanol propionate

(Dextro-rotary isomer of propoxyphene)

(პროპოქსიფენის მარჯვნივ მბრუნავი  იზომერი)

85

დიეთილთიამბუტენი

DIETHYLTHIAMBUTENE

3-diethylamino-1,1-di-(2’-thienyl)-1-butene

86

დიმეთილთიამბუტენი

DIMETHYLTHIAMBUTENE

3-dimethylamino-1,1-di-(2'-thienyl)-1-butene

87

დიმენოქსადოლი

DIMENOXADOL

2-dimethylaminoethyl-1-ethoxy-1,1-diphenylacetate

88

დიოქსაფეტილ ბუტირატი

DIOXAPHETYL BUTYRATE

ethyl-4-morpholino-2,2-diphenylbutyrate

89

დიპიპანონი

DIPIPANONE

4,4-diphenyl-6-piperidine-3-heptanone

90

 

დიფენოქსილატი

DIPHENOXYLATE

1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

91

დიფენოქსინი

DIFENOXIN

1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-phenylisonipecotic acid

92

დიჰიდროკოდეინი

DIHYDROCODEINE

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

93

დროტებანოლი

DROTEBANOL

3,4-dimethoxy-17-methylmorphinan-6β,14-diol

 

94

ეთილმორფინი

ETHYLMORPHINE

3-ethylmorphine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

95

ეტოქსერიდინი

ETOXERIDINE

1-[2-(2-hydroxyethoxy)-ethyl]-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

96

თებაინი

THEBAINE

(an alkaloid of opium; also found in Papaver bracteatum)

(ოპიუმის ალკალოიდი; მას აგრეთვე შეიცავს მცენარე Papaver bracteatum)

97

თებაკონი

THEBACON

Acetyldihydrocodeinone (acetylatedenol form of hydrocodone)

98

კლონიტაზენი

CLONITAZENE

2-(p-chlorobenzyl)-1-diethylaminoethyl-5-nitrobenzimidazole

99

კოდეინი

CODEINE

3-methylmorphine

(derivate of morphine, alkaloid contained in opium & poppy straw)

(მორფინის წარმოებული; ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ოპიუმი და ყაყაჩოს ნამჯა)

100

ლევორფანოლი

LEVORPHANOL

(-)-3-hydroxy-N-methylmorphinan

 

101

მეთადონი

METHADONE

6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanone

 

102

მორფინი

MORPHINE

the principal alkaloid of opium and of opium poppy

(ოპიუმის ან ოპიუმის (დამაძინებელი) ყაყაჩოს ძირითადი ალკალოიდი)

103

ნალბუფინი

NALBUPHINE

(–)-17-(cyclobutylmethyl)- 4,5α-epoxymorphinan- 3,6α,14-triol hydrochloride

104

ნიკოდიკოდინი

NICODICODINE

6-nicotinyldihydrocodeine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

105

ნიკოკოდინი

NICOCODINE

6-nicotinylcodeine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

106

ნიკომორფინი

NICOMORPHINE

3,6-dinicotinylmorphine

(derivate of morphine)

(მორფინის წარმოებული)

107

ნორკოდეინი

NORCODEINE

N-demethylcodeine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

108

ნორმეთადონი

NORMETHADONE

6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-hexanone

109

ნორპიპანონი

NORPIPANONE

4,4-diphenyl-6-piperidino-3-hexanone

110

ორიპავინი

ORIPAVINE

3-O-demethylthebaine

 

111

ოპიუმი სამედიცინო

OPII MEDICINALIS

 

112

ოქსიკოდონი

OXYCODONE

14-hydroxydihydrocodeinone

(derivate of morphine)

(მორფინის წარმოებული)

113

პანტოპონი

PANTOPON

 

114

პაპავერიტუმი (ომნოპონი)

PAPAVERITUM (OMNOPON)

 

115

პეთიდინი

PETHIDINE

1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

116

პენტაზოცინი

PENTAZOCINE

 

(2R*,6R*,11R*)-1,2,3,4,5,6-hexahydro-6,11-dimethyl-3-(3- methyl-2-butenyl)-2,6-methano-3-benzazocin-8-ol

117

პირიტრამიდი

PIRITRAMIDE

1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-(1-piperidino)piperidine-4-carboxylic acid amide

118

პროპირამი

PROPIRAM

N-(1-methyl-2-piperidinoethyl)-N-2-pyridylpropionamide

119

რაცემორფანი

RACEMORPHAN

(±)-3-hydroxy-N-methylmorphinan

120

რემიფენტანილი

REMIFENTANIL

1-(2-methoxycarbonylethyl)-4-(phenylpropionylamino)-piperidine-4-carboxylic acid methyl ester

121

სუფენტანილი

SUFENTANIL

N-[4-(methoxymethyl)-1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl]propionanilide

122

ტილიდინი

TILIDINE

(±)-ethyl-trans-2-(dimethylamino)-1-phenyl-3-cyclohexene-1-carboxylate

123

ტრამადოლი

TRAMADOL

(1R,2R)-rel-2-[(dimethylamino)methyl]- 1-(3-methoxyphenyl)cyclohexanol

124

ტრიმეპერიდინი

TRIMEPERIDINE

1,2,5-trimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine

 

125

ფენადოქსონი

PHENADOXONE

6-morpholino-4,4-diphenyl-3-heptanone

126

ფენაზოცინი

PHENAZOCINE

2'-hydroxy-5,9-dimethyl-2-phenethyl-6,7-benzomorphan

127

ფენეტილინი

FENETYLLINE

7-[2-[(α-methylphenethyl)amino]ethyl]theophylline

 

128

ფენმეტრაზინი

PHENMETRAZINE

3-methyl-2-phenylmorpholine

 

129

ფენტანილი

FENTANYL

7-[2-[(α-methylphenethyl)amino]ethyl]theophylline

 

130

ფოლკოდინი

PHOLCODINE

morpholinylethylmorphine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

131

ჰიდროკოდონი

HYDROCODONE

dihydrocodeinone

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)

132

ჰიდრომორფინოლი

HYDROMORPHINOL

14-hydroxydihydromorphine

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)  

133

ჰიდრომორფონი

HYDROMORPHONE

dihydromorphinone

(derivative of morphine)

(მორფინის წარმოებული)  

134

ჰიდროქსიპეთიდინი

HYDROXYPETHIDINE

4-m-hydroxyphenyl-1-methylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester

135

დექსტრომეტორფანი

Dextromethorphan

(4bS,8aR,9S)-3-methoxy-11-methyl-6,7,8,8a,9,10-hexahydro-5H-9,4b-(epiminoethano)phenanthrene

შენიშვნა: სიაში შეტანილი ნივთიერებები წარმოდგენილია მათი საერთაშორისო  ან/და ქიმიური დასახელებებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა,  მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებებით. სიებს,  ასევე, მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა ანალოგები.

დანართი №3

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვრის ბრძანება №6/ნ- ვებგვერდი, 24.01.2024წ.

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის ნებადართულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს:
ა) მეთადონის ჰიდროქლორიდი (methadone hydrochloride);
ბ) კომბინირებული პრეპარატი – ბუპრენორფინი, ნალოქსონი (comb. dru-Buprenorphine,Naloxone).


კრებსითი — სრული ვერსია