საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 714
1996 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ.გვეტაძის ll ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში მართლწესრიგისა და კანონიერების განმტკიცების საქმეში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, თავდადებული სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, ეროვნული ზარაფხანის ჩამოყალიბებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის საფინანსო პოლიტიკის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, შინაგანი სამსახურის გადამდგარი გენერალ - ლეიტენანტი გურამ გვეტაძე დაჯილდოვდეს ll ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით.
ე . შევარდნაძე