|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში (სსმ, №134, 19.10.2010 წ. მუხ. 1951) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელს; დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) წარმომადგენელს; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელს; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation) წარმომადგენელს; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) წარმომადგენელს; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელს; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელს; ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრს; მიგრაციის ცენტრს; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას; საქართველოს გაეროს ასოციაციას; სამოქალაქო განვითარების სააგენტოს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|