|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 21 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმი. |
| მუხლი 2 |
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ყაზახეთის რესპუბლიკას ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|