საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018018
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №398

2014 წლის 17 ივნისი

   ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო  (შემდგომში – სააგენტო)  ჩაითვალოს  „საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის   2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
მუხლი 3
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
მუხლი 4
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია