საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1777
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1777

2012 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსმმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლისიურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოსმიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვისსაშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2012 წელს რეგიონული ოფისების (ამბროლაურისა და თელავის მუნიციპალიტეტებში) მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია