„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ერთობლივი №01-12/ნ-№82 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 15/03/2012, 470230000.22.035.016132) დამტკიცებული დანართი №1-ის (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის წესი) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებზე.“.
|