,,საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N326/ნ ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-47/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-08
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-08
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016275
,,საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N326/ნ ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-47/ნ

2014 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №326/ნ ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №326/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სსმ, 124, 13/10/2009; 470.230.000.22.035.013.651)  დამტკიცებული დანართი №2-ის (საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების წესი) პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული  ფარმაცევტული პროდუქტისა) განადგურების საკითხებს.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია