ქ. თბილისის მერიის მიერ ქ. თბილისში სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველთათვის პროფესიული გადამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1694
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისის მერიის მიერ ქ. თბილისში სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველთათვის პროფესიული გადამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1694

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 ქ. თბილისის მერიის მიერ ქ. თბილისში სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველთათვის პროფესიული გადამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მერიამ ქ. თბილისში სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველთათვის პროფესიული გადამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ქ. თბილისის მერიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია