„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1691
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1691

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებადა მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებისფარგლებში უზრუნველყოს ქ. წყალტუბოში შემდეგი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა:

 ა) რუსთაველის ქუჩის №15-ში მდებარე ლუდსახარშის შენობის რეაბილიტაცია;

 ბ) რუსთაველის ქუჩის №7-ში მდებარე ფოსტის შენობის რეაბილიტაცია;

 გ) რუსთაველის ქუჩის №4-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია;

 დ) რუსთაველის ქუჩის №10-ში მდებარე კაფე „მაგნოლიის“ რეაბილიტაცია;

 ე) სანატორიუმ „შახტიორის“ წინ მდებარე შადრევნის რეკონსტრუქცია.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია