სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1609
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1609

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 10 აგვისტოს №05/17350) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით შემდეგი სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ:

 

№

მისამართი

დასახელება

მიწისფართობი (კვ.მ)

საკადასტროკოდი№

 

 

 

 

 

1

ქ. ლანჩხუთი, მდინარაძის ქ. №2

სართული 1, №502 არასაცხოვრებელი 253.56 კვ.მ. ფართობი

თანასაკუთრება

27.06.56.072.01.502

2

ქ. ლანჩხუთი, მდინარაძის ქ. №2

სართული II, არასაცხოვრებელი 294.52 კვ.მ. ფართობი

თანასაკუთრება

27.06.56.072.01.501

 

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია