საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1620
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1620

2012 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქ. ქუთაისის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო და აუდიორგოლის დამზადებასა და საინფორმაციო სარეკლამო პროდუქტის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები 283 000 (ორას ოთხმოცდასამი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა (მარკეტინგული ღონისძიებები საერთაშორისო ბაზარზე) ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                                                ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია