საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
382
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2018-03-27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018005
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.03.2018, №140)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №382

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ

მუხლი 1
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში საჯარო მოხელეთა და სხვა პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი).
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სასწავლო ცენტრის დებულების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა;

გ) უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

 

მუხლი 3
სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ოქტომბრის  №658 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია