სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). |