„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის #451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
373
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-12
სარეგისტრაციო კოდი
300390000.10.003.017993
„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის #451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №373

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №451 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2011, 300390000.10.003.016611) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის (დანართი №1) მე‑5 მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ნებართვა გაიცემა „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ გამოყენებით.  „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით გაცემული ნებართვის ორიგინალს და მის ელექტრონულ ვერსიას  აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

2.  იმ შემთხვევაში, თუ  ტექნიკური ან სხვა მიზეზით არ ხერხდება ნებართვის გაცემა „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ გამოყენებით, შესაძლებელია ნებართვა გაიცეს წერილობით, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრისთანავე ნებართვა უნდა აიტვირთოს „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია