|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/03/2014, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016232) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-7 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება;’’. |
2.
მე-11 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;’’. |
3.
მე-19 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, საქმისწარმოებისა და/ან ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|