ბ. კვეზერელის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
585
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბ. კვეზერელის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №585

2006 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბ. კვეზერელის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტა­ნის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშე­ბის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“, „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“, ,,საქართველოს სისხლის სამარ­თლის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ­ღვევათა კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავ­რობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონ­პროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს          „ლ. ბეგიაშვილის სა­ქარ­­თველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარ­დგენილ კანონპროექტებზე მომხსე­ნებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 დეკემბრის №570 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია