საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4579
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-13
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.002.783
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;“.

2. 282-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4579–Iს

კრებსითი — სრული ვერსია