,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №712 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
927
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017131
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №712 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება № 92 7

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის   № 712 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის  № 712 განკარგულებაში შეტანილ იქნ ეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში რესურსის მოძიება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა, ხოლო ამავე განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვა - ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ი . ღარიბაშვილი

      

კრებსითი — სრული ვერსია