საქართველოს მთავრობის
განკარგ უ ლება № 925
2014 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის № 319 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის № 319 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 1980 ერთეულით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი