საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
956
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017120
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  საქართველოსმთავრობის

განკარგულება №956

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1532 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, 2014 წლის 26-28 ივნისს, ქალაქ ბათუმში ჩაატაროს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-9 კონფერენცია.

 პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია