სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
908
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017179
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 908

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 660 12 0 (ექვსას სამოცი ათას ას ოცი) ლარი. 

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , დუშეთის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის , სახიდე გადასასვლელები), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების (მათ შორის , წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, ნაპირსამაგრი ნაგებობის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი                                ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია