„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
906
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017144
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 906

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 „ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსა ხორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსა ხორციელებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

 „კ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში გადაცემა „ეტალონის“ ანონსისა და აღნიშნული გადაცემის მიმდინარეობისას, სარეკლამო ჭრის დროს, სოციალური რეკლამის განთავსებისათვის შესაბამისი შესყიდვები.“.

პრემიერ- მინისტრი                          ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია