იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
886
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017134
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

   საქართველოს მთავრობის

განკარგულება №886

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 205 992 (ორას ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, ქ. ზუგდიდში, ბერანძის ქ. №5-ში მდებარე შენობის (ყოფილი სააფთიაქო სამმართველო) წყალმომარაგების ღონისძიებების განსახორციელებლად, საიდანაც:

ა) 5 999 (ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი მიიმართოს საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის;

ბ) 199 993 (ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი მიიმართოს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                           ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია