სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
881
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017191
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №881

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდმა“  საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების მიღებიდან 5 თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კვლევის შედეგების საფუძველზე, სს „საპარტნიორო ფონდმა“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია