საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992 - 1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა იდენტიფიცირების მიზნით, ზოგიერთი საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
863
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017157
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992 - 1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა იდენტიფიცირების მიზნით, ზოგიერთი საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №863

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა იდენტიფიცირების მიზნით, ზოგიერთი საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) წინადადება 1992 - 1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად ბაბუშერასა და გუმისთაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრებისგან უკვე აღებული და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არქივში არსებული ნიმუშების გენოტიპირების საექსპერტო გამოკვლევის ჩატარების შესახებ.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მომსახურების ღირებულების საფასური დადგენილი ტარიფის მიხედვით შეადგენს 140 000 ლარს.

3. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ამ განკარგულების შესაბამისად.

4. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია