თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა სადიალიზე საშუალებებით/მასალით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2392
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა სადიალიზე საშუალებებით/მასალით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2392

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა სადიალიზე საშუალებებით/მასალით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში „თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა სადიალიზე საშუალებებით/მასალით უზრუნველყოფის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 12 02 15) ასიგნებებიდან „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების №15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სადიალიზე საშუალებების/მასალის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის დასრულებისა და მის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებამდე საჭირო რაოდენობის შესყიდვა – გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია