„ საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს №2-134 ბრძანებაში (ვებგვერდი, 110809011, 10/08/2011, სარეგისტრაციო კოდი:
020080160.22.032.016042) შეტანილ იქნ ე ს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ საჯარიმო ქვითრის შევსების და წარდგენის წესის “ (დანართი № 2) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981, 1794, 1795 და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 6
4-ე-74
2
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981, 1794,1795 და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 6
4-ე-74
2
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. “.
|