„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, 163, 14/12/2010; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-5 პუნქტით დამტკიცებულ „კვალიფიკაციის ფორმირების წესს“ (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ვადის მიუხედავად, ცენტრში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ცენტრის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში. ცენტრის დირექტორის თანხმობა უნდა ემყარებოდეს გამონაკლისის დაშვების შესახებ დაინტერესებული პირის დასაბუთებულ მოთხოვნას.“.
|