საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2383
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2383

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის

შპს საფეხბურთო კლუბ „მგლების“ სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის და არსებული ვალდებულებების გასტუმრების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შპს საფეხბურთო კლუბ „მგლების“ კაპიტალის გასაზრდელად.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია