„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
365
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2026-05-21
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.017985
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №365

2014 წლის 30 მაისი

   ქ.თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 
მუხლი 2
სააქციო საზოგადოებამ – „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის  10   ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 05.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.
მუხლი 21
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და მათი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დაევალოთ, ხოლო მუნიციპალიტეტებს, მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს ეთხოვოთ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ან/და სააქციო საზოგადოების – საქართველოს ეკონომიკის განვითარებს კორპორაციის მიმართვის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის ხედვის, პრიორიტეტებისა და შესაბამისი განვითარების დოკუმენტების გათვალისწინებით უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის შესრულების ხელშეწყობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 05.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო პროგრამა

 „აწარმოე საქართველოში“

 

თავი I

 

სახელმწიფო პროგრამის

 „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე  საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი;

ბ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (მხოლოდ უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში) და იურიდიული პირი გარდა:

ა.ა) სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა;

ა.ბ) შვილობილი/მშობელი კომპანიისა, თუ ისინი საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - სეკ 006-2016 (NACE-Rev-2) ერთსა და იმავე განყოფილებაში და თუ მათ მიერ აღებული სესხის/სალიზინგო პროექტის ღირებულება როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯამურად აჭარბებს ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ან/და 61 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ერთ ბენეფიციარზე ასათვისებელ მაქსიმალურ ჯამურ მოცულობას (გარდა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტისა).

და რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ დასახელებულ კრიტერიუმს:

ბ.ა) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);

ბ.ბ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ბ.გ) არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად III ან IV კატეგორიის საწარმო, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში (გარდა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტისა).

ამასთან, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის მეწარმე სუბიექტად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად განსაზღვრული პირი, ზემოთ დასახელებული „ბ.ა“ „ბ.ბ“ და „ბ.გ“ კრიტერიუმის დაკმაყოფილების გარეშეც;

გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კორპორაციასთან დადასტურებული აქვს შესაბამისი სესხი/სალიზინგო პროექტი. ამასთან, მეწარმე სუბიექტი კორპორაციისგან შესაბამისი დადასტურების მიღების შემდეგ ბენეფიციარად მიიჩნევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კორპორაციაში შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მომენტიდან. პროგრამის ბენეფიციარად მიიჩნევა ამავე პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ჩართული მეწარმე სუბიექტიც;

დ) პროექტი − პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებული პროექტი;

დ1) სალიზინგო პროექტი − პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს (ლიზინგის საგნის პოტენციურ მიმღებს) შორის შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის  ბენეფიციარზე  სალიზინგო  საგნის გაცემას ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, გარდა ისეთი სალიზინგო პროექტისა, რომლითაც ლიზინგის გამცემი მეწარმე სუბიექტისგან იძენს ლიზინგის საგანს, შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ მასზე საკუთრების უფლების დაბრუნების მიზნით ან/და ისეთი სალიზინგო პროექტისა, რა დროსაც ხდება ლიზინგის მიმღებისათვის  მსუბუქი  ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ან/და უძრავი ქონების ლიზინგით გადაცემა ან/და სალიზინგო საზღაურის გადახდა პროდუქციით;

დ2) პროექტის თანადაფინანსება/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მხრიდან კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;

დ3) ლიზინგის საგნის ღირებულება − ლიზინგით გადასაცემი ქონების საწყისი ღირებულება და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტის, სხვა მსგავსი მომსახურების, ქონების და ამ ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისათვის გადახდილი/გადასახდელი გადასახადების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი; 

დ4) ლიზინგის საგანი − პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე ლიზინგით გაცემული ქონება;

ე) უძრავი ქონება − სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, ასევე ხაზობრივი ნაგებობა, რომელთა ნუსხა ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ   ვებგვერდზე;

ვ) კომერციული ბანკი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომერციული ბანკ(ებ)ი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება;

ვ1) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სალიზინგო პროექტს (ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს) და რომელთანაც პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება.

ზ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

თ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;

ი) ქონების სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

კ) (ამოღებულია - 02.08.2021, №391);

ლ) სესხის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციულ ბანკში აღებული რეფინანსირების კრედიტით, რომელიც არ აჭარბებს გადასაფარი კრედიტის დამტკიცებულ მოცულობას და მოიცავს მხოლოდ გადასაფარი კრედიტის ძირსა და კრედიტზე არსებულ დამტკიცებულ, აუთვისებელ თანხას. ამასთან, დამტკიცებული, აუთვისებელი თანხა თავის მხრივ უნდა გაიცეს ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობით;

ლ1) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სალიზინგო პროექტის შესაბამისი ლიზინგის საგნის ღირებულების ნარჩენი თანხის გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემთან 61 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ახალი სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების გზით;

მ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ/სასტუმრო კომპლექსად. ასევე შენობის ერთი ან რამდენიმე ნაწილი, ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს არანაკლებ 10 (ათი) ნომრისა, დანართ №3-ის შესაბამისად;

ნ) საერთაშორისო ბრენდი – სასაქონლო ნიშანი, რომლითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სასტუმრო ან/და სასაქონლო ნიშანთა მმართველი კომპანია/ჯგუფი (უცხოური საწარმო), რომელიც ოპერირებს საქართველოს გარდა არანაკლებ 50 სასტუმროთი, რომელთანაც მეწარმე სუბიექტს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ან/და სასტუმროს მმართველი უცხოური საწარმოს  სასაქონლო ნიშნის სარგებლობისთვის განსაზღვრული ხელშეკრულება;

ო) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში  არსებულ  ფართზე  განთავსებულ  სასტუმროში,  დანართ  №3-ით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე;

ო1) ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, დანართ №4-ით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე;

ო2) ტურისტული სერვისები − თემატური პარკების ან/და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულება, რომელიც ხორციელდება დანართ №5-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო პირობებით და რომლის ფარგლებშიც დამატებით საქმიანობად შეიძლება განისაზღვროს დანართ №5-ში მოცემული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი:

ო2.ა) თემატური პარკები − გარკვეული თემატიკით შექმნილი გასართობი პარკების სახეობა, რომელიც მოიცავს ეთნო/ეთნოგრაფიულ პარკსა და ვეიკ პარკს (Wake park):

− ეთნო/ეთნოგრაფიული პარკი − ხელოვნურად შექმნილი ავთენტური დასახლების იმიტაცია, დამახასიათებელი არქიტექტურითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც წარმოაჩენს გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ქვემოთ მოცემული ცხოვრების სტილისა და ეთნოგრაფიული მახასიათებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ცხოვრების წესი, სამზარეულო, რელიგია, ტრადიციული სამოსი;

− ვეიკ პარკი (Wake park) − წყლის თხილამურებით/წყლის დაფით სრიალისთვის, სერფინგისა და სხვა სათავგადასავლო წყლის აქტივობებისთვის შექმნილი, არანაკლებ 3 (სამი) ჰექტარის ფართობზე განთავსებული პარკი, რომელიც დამატებით უნდა მოიცავდეს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: კვების ობიექტი ან/და საწყლოსნო სპორტის სახეობების ინვენტარის მაღაზია ან/და სპორტსკოლა და ა. შ.;

ო2.ბ) სათავგადასავლო ტურიზმი − ტურიზმის სახეობა, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) განმარტებით, ჩამოთვლილი სამი ელემენტიდან მოიცავს, სულ მცირე, ორ ელემენტს: ფიზიკურ აქტივობას, ბუნებრივ გარემოში/ბუნებაში ყოფნასა და კულტურულ ელემენტს. აღნიშნული მოიცავს: სახმელეთო ტურიზმის სახეობებს, საწყლოსნო ტურიზმის სახეობებს, საჰაერო ტურიზმის სახეობებს;

პ) უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება − დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი უძრავი ქონების ფასი;

 ჟ) პარალელური კრედიტი/პარალელური სალიზინგო პროექტი − კრედიტის გამცემის/ლიზინგის საგნის გამცემის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთსა და იმავე ინდუსტრიაში, ერთსა და იმავე ბენეფიციართან შეთანხმებული ერთზე მეტი პროექტი/სალიზინგო პროექტი;

რ) სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღება − ამ მუხლის „ო“ ან/და „ო1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, არანაკლებ 10 (ათი) სასტუმრო ნომრის დამატება დანართ №3-ის ან/და დანართ №4-ის შესაბამისად;

ს) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი;

ტ) საქმიანობის/წარმოების დაწყება − პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტით/საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი ოპერირების დაწყება, როგორც ახალი სესხის/სალიზინგო პროექტის აღების შემთხვევაში, ასევე გაფართოვება/გადაიარაღების შემთხვევაში;

უ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი;

ფ) შვილობილი კომპანია – მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან მეტ პროცენტს;

ქ) მშობელი კომპანია - მეწარმე სუბიექტი, რომელიც ფლობს პროგრამის ბენეფიციარის წილის 50 ან მეტ პროცენტს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ. 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №661 - ვებგვერდი, 08.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 16.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №646 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №99 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 01.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 05.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებსა და უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.

2. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს:

ა) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი;

ბ) უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი.

3. პროგრამის ფარგლებში კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლივად. მეწარმე სუბიექტი ინდუსტრიული ნაწილის ორივე კომპონენტით ერთობლივად სარგებლობის შემთხვევაში, მისი საქმიანობის კოდი უნდა შეესაბამებოდეს დანართ №1-ში და დანართ №8-ში მოცემული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს.

4. „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  მიღებული კრედიტ(ებ)ით დაუშვებელია, დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

ა) გუდვილის შეძენა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების (გარდა პროგრამის მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდუსტრიებისა და სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში. ამასთანავე, პროგრამის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში დასაშვებია ბალნეოლოგიური კურორტის მახასიათებლიდან გამომდინარე მხოლოდ იმ დამხმარე სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომლებიც განკუთვნილია კურორტზე განთავსებულ სასტუმროს ტერიტორიაზე შიდა გადაადგილებისათვის, ხოლო პროგრამის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში დასაშვებია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომლის მართვა/რომლითაც გადაადგილებაც კი დამოუკიდებლად ატარებს ტურისტული ატრაქციის ხასიათს, მათ შორის, საჰაერო ან/და მცურავი საშუალება) შეძენა, რემონტი;

გ) მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

დ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა (ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გარდა) ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;

ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.

5. „სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კრედიტ(ებ)ი/სალიზინგო პროექტები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 3. უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისთვის

1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, ამ პროგრამის მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული  ღონისძიებების  შესრულების  ზედამხედველობას.

2. კორპორაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე/სალიზინგო პროექტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის  თანადაფინანსებას პროგრამით განსაზღვრული პირობებით;

ბ) ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროგრამის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას;

გ) საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში (მიუხედავად მისი შესაბამისი თავებისა) საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენების შესაძლებლობა პროგრამის ბენეფიციარს აქვს მხოლოდ ერთხელ.

3. კორპორაციასა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

4. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ პროგრამის დანართ №8-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უძრავი ქონების მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.

5. (ამოღებულია - 02.08.2021, №391);

6. (ამოღებულია - 02.08.2021, №391);

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ. 
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №757 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 4. პროგრამის მიმართულებები

1. პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტის მიმართულებები განისაზღვრება ამ პროგრამის თანდართული დოკუმენტების შესაბამისად, კერძოდ:

ა) ინდუსტრიები – №1 დანართის შესაბამისად;

ბ) კინოინდუსტრია – №2 დანართის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური ხარჯების ფარგლებში;

გ) სასტუმრო ინდუსტრია – №3 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

დ) ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია − №4 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

ე) ტურისტული სერვისების ინდუსტრია − №5 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

ვ) ინდუსტრიები უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში −  №8 დანართის შესაბამისად.

2. (ამოღებულია - 02.08.2021, №391);

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის დადგენილება №453 – ვებგვერდი, 18.07.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №558 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №587 - ვებგვერდი, 07.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №661 - ვებგვერდი, 08.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №757 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 5. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი

1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მოიცავს კრედიტის, ლიზინგისა და საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულებებს. ამასთან, სასტუმრო ინდუსტრიასა და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიაში კრედიტის/ლიზინგის/საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ სასტუმროს მესაკუთრე მეწარმე სუბიექტის მიერ, ხოლო ინდუსტრიების და ტურისტული სერვისების ინდუსტრიის ფარგლებში კრედიტის/ლიზინგის გამოყენება დაშვებულია ბიზნესის განხორციელების ადგილის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით სარგებლობაში მქონე მეწარმე სუბიექტთა მიერაც.   კრედიტისა და საერთაშორისო ბრენდის გამოყენების, ასევე კრედიტისა და ლიზინგის ან ლიზინგისა და საერთაშორისო ბრენდის მიმართულებებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ერთდროულად, ასევე ცალ-ცალკე.

2. კრედიტის/ლიზინგის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციული  ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

21. ბენეფიციარის მხრიდან კრედიტისა და ლიზინგის კომპონენტით სარგებლობის მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილების მე-6 და 61 მუხლებით დადგენილ სესხის/სალიზინგო პროექტის მაქსიმალურ მოცულობებს.

3. კრედიტის/ლიზინგის მიმართულების ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყება, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 2 წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში – პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა;

ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყება კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, საქმიანობის დაწყებას ან/და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 2 წლისა;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების დასრულების შემდგომ 2 წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება;

დ) მიზნობრივი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით;

ე) თანამშრომელთა შერჩევის ეტაპზე, ერთი და იმავე კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ისათვის უპირატესობის მინიჭება;

ვ) სესხის/სესხის პირველი ტრანშის (რომელიც არ უნდა იყოს ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტებით დადგენილ სესხის მინიმალურ მოცულობაზე ნაკლები) ათვისება კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს ამ სესხზე თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას, ამ შემთხვევაში დასახელებული მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს და უფლებამოსილია, პროგრამით სარგებლობის თაობაზე ხელახლა მიმართოს კომერციულ ბანკს ამ დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილი წესის დაცვით;

ზ) სესხის სრული ათვისება კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის დარჩენილი ნაწილის ათვისების შემთხვევაში, კორპორაცია განახორციელებს მხოლოდ სესხის იმ ნაწილზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, რომელიც გაცემულია დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში;

თ) განახორციელოს სალიზინგო პროექტით განსაზღვრული თანამონაწილეობის თანხის გადახდა სალიზინგო კომპანიის წინაშე სალიზინგო პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ამ ვადის დარღვევით თანამონაწილეობის თანხის გადახდის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს ამ სალიზინგო პროექტზე თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას. რის შემდგომაც დასახელებული მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს და უფლებამოსილია, როგორც მეწარმე სუბიექტმა პროგრამით სარგებლობის თაობაზე ხელახლა მიმართოს ლიზინგის გამცემს ამ პროგრამით დადგენილი წესის დაცვით;

ი) ამ პროგრამით გათვალისწინებულ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით (საქმიანობის კოდი: 03.11.0) ინდუსტრიების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყება კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, არსებულის გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) წლისა. ამასთანავე, ზემოთ დასახელებული პირობები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ბენეფიციარი ასევე სარგებლობს „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამით – „საკრედიტო საგარანტიო სქემით.

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის შშმ პირთა სტატუსის დადგენისათვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. საერთაშორისო ბრენდის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 24 თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 29 თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის პროგრამის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის კორპორაციის მიერ ანაზღაურება   ხდება   ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან კორპორაციის მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.

5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, კორპორაცია უფლებამოსილია, პროგრამასთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/ლიზინგის გამცემისათვის ან/და პროგრამის ბენეფიციარებისათვის, კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №558 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №443 – ვებგვერდი, 31.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №343 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 6. კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

1​1. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან და ასევე მეწარმე სუბიექტის მიერ მოთხოვნილი სესხის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან კორპორაციაში შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნის ან გამოგზავნის წინა დღეს და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში კორპორაციაში აგზავნის შესაბამის შეტყობინებას პროგრამის ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისთვის საპასუხო შეტყობინების გაგზავნის გზით, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ადასტურებს ან უარყოფს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ სესხს. კორპორაციის დადასტურების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი პროექტის დამტკიცების თაობაზე ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების კორპორაციაში გაგზავნის მომენტიდან.

2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.

3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.

3​1. კორპორაცია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების აღსრულების მიზნით თანადაფინანსების თანხას რიცხავს კომერციულ ბანკში სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე.

4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული  ბანკის მიერ მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და  არსებული საწარმოს გაფართოებისთვის/ გადაიარაღებისათვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.

5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 200,000.0 (ორასი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 2,000,000.0 (ორი მილიონი) ლარს.

6. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 200,000.0 (ორასი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 6,000,000.0 (ექვსი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარს.

7. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის, პარალელური კრედიტის შემთხვევაში − კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება, პროგრამის მიმართულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს კორპორაციას, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.

9. ამ პროგრამის ფარგლებში , ამ მუხლის მე -4, მე -5 ან მე -6 პუნქტით განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის მიერ გაიცემა მხოლოდ წარმოებისათვის /საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გაწევის მიზნობრიობით .

10. კომერციული ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებებზე გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7 (შვიდი) პროცენტისა;

ბ) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს   ეროვნული   ბანკის   მიერ   დადგენილი   რეფინანსირების   განაკვეთს   დამატებული   6   (ექვსი) პროცენტისა;

გ) 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარიდან 6,000,000.0 (ექვსი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 (ხუთი) პროცენტისა.

11. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ამ მუხლის 3​1 პუნქტის თანახმად გახსნილ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, ბანკსა და კორპორაციას შორის შეთანხმებული წესით. ბენეფიციარის სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს. კომერციული ბანკი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.

12. ამ პროგრამის მე-3  მუხლის  მე-3 პუნქტის საფუძველზე, კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა. ამასთან, წინსწრების საკომისიოდ არ მიიჩნევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ Risk Sharing Framework-ის ფარგლებში გაცემული სესხისათვის მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების გრაფიკს გარეთ, ვადამდე, სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა;

გ) კომერციული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან;

დ) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ პროგრამით ან/და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა;

ე) კომერციული ბანკი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). ბანკი ვალდებულია, უარი უთხრას მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვაზე, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ;

ვ) კომერციული ბანკის ვალდებულება, აწარმოოს მონიტორინგი სატრანზიტო ანგარიშზე თანხების ბრუნვის თაობაზე  და კორპორაციას მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით;

ზ) კომერციული ბანკის ვალდებულება, ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარისათვის დაკისრებული ვალდებულებები და ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები.

13. ერთი პროექტის ფარგლებში შესაძლებელია, კომერციული ბანკის მიერ დამტკიცდეს/გაიცეს ერთი ან რამდენიმე  კრედიტი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის დადგენილება №453 – ვებგვერდი, 18.07.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 16.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №443 – ვებგვერდი, 31.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №99 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 61. ლიზინგის გამცემთან ურთიერთობა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს ლიზინგის გამცემს.

11. ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან და მის მიერ მოთხოვნილი სალიზინგო პროექტის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან კორპორაციაში შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნის ან გამოგზავნის წინა დღეს და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში კორპორაციაში აგზავნის შეტყობინებას პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის დამტკიცების თაობაზე. კორპორაცია ლიზინგის გამცემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისთვის საპასუხო შეტყობინების გაგზავნის გზით, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში ადასტურებს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ სალიზინგო პროექტს. კორპორაციის დადასტურების შემდეგ მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი პროექტის დამტკიცების თაობაზე ლიზინგის გამცემის მიერ შესაბამისი შეტყობინების კორპორაციაში გაგზავნის მომენტიდან.

2. კორპორაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 9 (ცხრა) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ სალიზინგო პროექტის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სალიზინგო პროექტის ვადით.

2​1. კორპორაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის აღსრულების მიზნით თანადაფინანსების თანხას რიცხავს კომერციულ ბანკში სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე.

3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000.0 (ასი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა:

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს;

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 6,000,000.0 (ექვსი მილიონი) ლარს.

პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუ ლიზინგის საგნის ღირებულებათა ჯამური მოცულობა:

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს;

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 6,000,000.0 (ექვსი მილიონი) ლარს.

4. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 100,000.0 (ასი ათასი) ლარიდან − 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 11 (თერთმეტი) პროცენტისა;

ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) ლარიდან − 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 10 (ათი) პროცენტისა;

გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) ლარიდან − 6,000,000.0 (ექვსი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 9 (ცხრა) პროცენტისა.

5. კორპორაციას ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ამ მუხლის 2​1 პუნქტის თანახმად გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, ლიზინგის გამცემსა და ბენეფიციარს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, კორპორაციასა და ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად, გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება ლიზინგის გამცემს. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.

6. ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის  საგნის ღირებულების მოცულობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ ღირებულების მთლიანი მოცულობა აღემატება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის ფინანსური კომპონენტის ლიზინგის მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ლიზინგის გამცემის     მიერ     პროგრამის     ბენეფიციარისთვის     გაცემულ     ლიზინგის     საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გასაცემი ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს კორპორაციას, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.

8. ამ პროგრამის მე-3  მუხლის  მე-3 პუნქტის საფუძველზე კორპორაციასა და ლიზინგის გამცემთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ლიზინგის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულების 0.1%-ს;

ბ) ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 2%-ს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში,  წინსწრების საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით  გადახდილი თანხის 1%-ს;

გ) პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვამდე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ლიზინგის გამცემს ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ;

დ) ლიზინგის გამცემი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). ლიზინგის გამცემი ვალდებულია, უარი უთხრას მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვაზე, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ;

ე) სალიზინგო პროექტის პროგრამით დადგენილი პირობების დარღვევით გაცემის ან/და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში,  ლიზინგის გამცემს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ჯარიმა;

ვ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს კორპორაციის მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა;

ზ) ლიზინგის გამცემის ვალდებულება, ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარისათვის დაკისრებული ვალდებულებები;

თ) ლიზინგის გამცემის ვალდებულება, აწარმოოს მონიტორინგი სატრანზიტო ანგარიშზე თანხების ბრუნვის თაობაზე  და კორპორაციას მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 16.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №443 – ვებგვერდი, 31.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 7. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი

1. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელების მიზნით, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას  უძრავი ქონების (გარდა ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში მდებარე უძრავი ქონებისა), ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით, მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.

2. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული უძრავი ქონების ნუსხა პერიოდულად ახლდება ქონების სააგენტოს მიერ აღნიშნული ნუსხისათვის უძრავი ქონების დამატების ან/და ნუსხიდან უძრავი ქონების ამოღების გზით.

3. პროგრამის ბენეფიციარს, ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, უძრავი ქონების გადაცემა ხორციელდება სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, შემდეგი პირობებით:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დარგში საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ბ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა − საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

ბ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი − საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

გ) წარმოების დაწყებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება.

41. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარი დაარღვევს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უძრავი ქონების გადაცემის პირობებს და ამავდროულად, ქონების სააგენტოს წარუდგენს უძრავი ქონების იპოთეკარის, კომერციული ბანკის წერილობით ინფორმაციას, პროგრამის ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი ვადით დარღვევისა და ამ დარღვევით გამოწვეული პროგრამის განხორციელების საფრთხის თაობაზე, პროგრამის ბენეფიციარს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის პირობების ნაცვლად, ქონების სააგენტოსათვის წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე, შეუძლია, შეასრულოს ქონების გადაცემის ალტერნატიული პირობა, კერძოდ,  შეტყობინების გაკეთებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა შემდეგი ოდენობით:

ა) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებული  ოდენობის)  ერთი  მეოთხედის სხვაობის 2,5-ჯერ გაზრდილ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარისა;

ბ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია 100 000 (ასი ათასი) ლარიდან 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ჩათვლით, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) ერთი მეოთხედის სხვაობის ორმაგ ოდენობას;

გ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) ერთი მეოთხედის სხვაობის  1,75-ჯერ გაზრდილ ოდენობას.

5. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელებისა და პროგრამის ბენეფიციარის სტატუსის მოსაპოვებლად, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი განაცხადითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%-ის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით მიმართავს ქონების სააგენტოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტის მიერ ქონების სააგენტოში წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%‑ს, მისი მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 30 თვისა და უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საბანკო გარანტია, მისი მოქმედების პირველი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას;

ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა.

8. ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენისას, უპირატესობა მიენიჭება იმ მეწარმე სუბიექტს, რომლის მიერაც აღნიშნული დოკუმენტები ქონების სააგენტოში წარდგენილ იქნა უფრო ადრე.

9. მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, წარდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება მეწარმე სუბიექტს.

10. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვეში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

11. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

12. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის ალტერნატიული პირობის გამოყენების თაობაზე პროგრამის ბენეფიციარის მიერ ქონების სააგენტოსთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთან, პროგრამის ბენეფიციარს შეტყობინების წარდგენამდე ეკისრება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის პირობების დარღვევის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო. ალტერნატიული პირობის დარღვევის შემთხვევაში, ალტერნატიული პირობის შესრულებისათვის ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე  ნასყიდობის ხელშეკრულება ითვლება ცალმხრივად შეწყვეტილად და შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

13.  (ამოღებულია - 18.12.2020, №757).

14. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის პირობ(ებ)ის შეცვლა ან/და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან პროგრამის ბენეფიციარის გათავისუფლება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

15. პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისას დაუშვებელია  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოს მიერ ან/და ამავე ან სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის გამოყენება.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №646 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის  25  მარტის დადგენილება №145  –  ვებგვერდი,  27 .03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №757 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 მარტის დადგენილება №133 – ვებგვერდი, 16.03.2022წ.

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №99 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 9. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მონიტორინგი

1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის მონიტორინგს ახორციელებს კორპორაცია.

2. პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული  სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კორპორაცია იმოქმედებს  პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 10. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები

1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კორპორაციის მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, კორპორაციის, კომერციული ბანკის, ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის/სალიზინგო პროექტის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის ზედიზედ 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, კორპორაციის თანადაფინანსება წყდება;

გ) პროექტის ფარგლებში გაცემული კრედიტის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება;

დ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროფილის შენარჩუნების ვალდებულების დარღვევა;

ე) პროგრამის ბენეფიციარის მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტში სესხის მიზნობრიობის დარღვევა (იგულისხმება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დადგენილი თანაფარდობის დარღვევა);

ვ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარმოების დაწყების ვალდებულების დარღვევა;

ზ) ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მე-6 მუხლის 1​1 და 6​1 მუხლის 1​1 პუნქტების დარღვევით პროექტის დამტკიცება. აღნიშნულ შემთხვევაში კორპორაცია შეწყვეტს კონკრეტული პროექტის თანადაფინანსებას და ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მოითხოვს გადახდილი თანადაფინანსების თანხების უკან დაბრუნებას.

1​1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კორპორაციის მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმოსაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) კორპორაციის მიერ თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.

4. (ამოღებულია - 02.08.2021, №391).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 11. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების კორპორაციაში წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრით.

11.  (ამოღებულია - 29.03.2019, №164) .

2. ამ პროგრამაში ცვლილების შეტანა, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10  ნოემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №661 - ვებგვერდი, 08.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №546 – ვებგვერდი, 15.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №651 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №757 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

თავი I1

 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 
მუხლი 121. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 
მუხლი 122. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 
მუხლი 123. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 
მუხლი 124. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 
მუხლი 125. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 
მუხლი 126. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 

მუხლი 127. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №605 – ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

მუხლი 128. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №605 – ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის დადგენილება №235 - ვებგვერდი, 31.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №415 - ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
 

თავი I2

სახელმწიფო  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ნაწილი

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.

მუხლი 129. ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა – სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ნაწილი;

ბ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;

გ) სამინისტრო – საქართველოს კულტურის სამინისტრო; 

დ) მეწარმე სუბიექტი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც კორპორაციაში საბოლოო აუდირებული დასკვნის წარდგენის დღეს არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ე) განაცხადი – ერთი მეწარმე სუბიექტის/პროგრამის ბენეფიციარის მიერ კორპორაციისთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი ერთი მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით;

ვ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, კორპორაციის მიერ დადგენილი პროცედურებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიენიჭა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი;

ზ) სერტიფიკატი – კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) პროექტი – მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამის ფარგლებში კორპორაციისთვის წარდგენილ განაცხადში მითითებული ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შემდეგს:

თ.ა) ზოგადი ინფორმაცია (მეწარმე სუბიექტის დასახელება, იურიდიული პირის სტატუსი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია) მეწარმე სუბიექტისა და ამ პროგრამის მიმართულების შესახებ;

თ.ბ) პროგრამის მიმართულების შინაარსობრივი მიმოხილვა;

თ.გ) წარმოებისა და გადაღებების გეგმა, საქართველოში პროექტის ფარგლებში დასაქმებული რეზიდენტ(ებ)ის რაოდენობა, სავარაუდო ჯამური ბიუჯეტი, გასაწევი მთლიანი კვალიფიციური ხარჯის ოდენობა და კატეგორიზაცია;

თ.დ) ზოგადი ინფორმაცია საბოლოო პროდუქტის შესახებ:

თ.დ.ა) საქართველოში მიმდინარე წარმოების პროცესში ჩართული მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებაში ჩართული ქვეყნები და ა.შ.;

თ.დ.ბ) უცხოური ინვესტიციის შემთხვევაში − ინფორმაცია უცხოელი პარტნიორის/პარტნიორების შესახებ, იურიდიული პირის სახელწოდება (ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

თ.ე) პროექტის სავარაუდო კვალიფიციური ხარჯი;

თ.ვ) გადასაღები დღეების სავარაუდო რაოდენობა;

თ.ვ.ა) აღნიშვნა განგრძობადი საბოლოო პროდუქტის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაზედაც წარდგენილია მეწარმე სუბიექტის შესაბამისი დასაბუთება;

თ.ზ) ამ პროგრამის 12​11 მუხლის „გ“, „ვ“, „თ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში დოკუმენტის საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ 1 (ერთი) ქვეყანაში დისტრიბუციის შესახებ დოკუმენტაცია (სადისტრიბუციო მოთხოვნა);

თ.თ) ამ პროგრამის 12​13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ანგარიშის რეკვიზიტები;

ი) სადისტრიბუციო მოთხოვნა – მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მოიცავს საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტრიბუციის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას ან/და საბოლოო პროდუქტის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელების არეალის შესახებ მონაცემებს;

კ) საბოლოო პროექტი – ამ პროგრამის მიმართულებების შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პროექტი;

ლ) საბოლოო პროდუქტი – ამ პროგრამის მიმართულებების შესაბამისად ნაწარმოები აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომლის წარმოება ნაწილობრივ ან მთლიანად განხორციელდა საქართველოში;

ლ​1) განგრძობადი საბოლოო პროდუქტი − საბოლოო პროდუქტი, რომლის საქართველოში წარმოებას, ნაწილობრივ ან მთლიანად, ესაჭიროება 1 წელზე მეტი, შედგება ერთმანეთთან შინაარსობრივად/თემატურად დაკავშირებული, განცალკევებადი, დამოუკიდებელი ეპიზოდური ნაწილებისგან, რომლის ფარგლებში მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ მოცულობაზე, კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურების პერიოდსა და აუდირებული დასკვნის წარდგენის ეტაპებზე/სიხშირეზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც პროექტი წარედგინება კორპორაციის მიერ, ამ პროგრამის 12​13 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით;

მ) კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ საქართველოში №2 დანართის შესაბამისად განხორციელებული ხარჯი, თუ ის გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს რეზიდენტის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე (საქონელზე). კვალიფიციური ხარჯი არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს. შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, კვალიფიციურ ხარჯში ჩაითვლება ფიზიკურ პირზე გაცემული შრომის ანაზღაურება, რომელიც დაბეგრილია ხელფასიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით;

მ.ა) სავარაუდო კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ საქართველოში №2 დანართის შესაბამისად განსახორციელებელი ხარჯი, თუ ის გაწეული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს რეზიდენტის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელ მომსახურებაზე (საქონელზე). კვალიფიციური ხარჯი არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს. შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, კვალიფიციურ ხარჯში ჩაითვლება ფიზიკურ პირზე გასაცემი შრომის ანაზღაურება, რომელიც დაიბეგრება ხელფასიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით;

ნ) მთლიანი კვალიფიციური ხარჯი – პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული კონკრეტული კვალიფიციური ხარჯების ჯამი, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს;

ო) პოპულარიზაციის ელემენტი − საბოლოო პროდუქტის თემატიკის შემხებლობა საქართველოსთან ან საბოლოო პროდუქტში საქართველოს პეიზაჟების გამოყენება და საქართველოს დაფიქსირება, როგორც მოქმედების გეოგრაფიული ადგილის; საბოლოო პროდუქტის გადაღებისას, საბოლოო პროდუქტში გარკვეულ წამყვან პოზიციებზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმება; საქართველოს სხვადასხვა ხედის ამსახველი კადრების შერჩევა; საბოლოო პროდუქტში ქართული/ეროვნული ელემენტების გამოყენება; საბოლოო პროდუქტის შემდგომი დამუშავება (Post-Production) საქართველოში; საბოლოო პროდუქტის დისტრიბუცია არანაკლებ 2 ქვეყანაში; ინფორმაციის გავრცელება საქართველოში გადაღების გამოცდილებაზე; საბოლოო პროდუქტმა ერთხელ მაინც მიიღო მონაწილეობა და/ან გაიმარჯვა სამინისტროს მიერ აღიარებულ ფესტივალზე/მთავარ კონკურსში;

პ) კომისია – კორპორაციის, სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ პროგრამით განსაზღვრული პოპულარიზაციის ელემენტის ანაზღაურების შესახებ. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს კორპორაციის დირექტორი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარეს;

ჟ) ტექნიკური დახმარება – ბენეფიციარის საჭიროებ(ებ)იდან გამომდინარე, მისი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან კოორდინაციის კუთხით ხელშეწყობა;

რ) ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული №2 დანართის შესაბამისად კონკრეტული კვალიფიციური ხარჯი, პროგრამის შესაბამისად დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს;

ს) მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული №2 დანართის შესაბამისად ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯების ჯამი, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 05.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ივლისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 05.7.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1210. პროგრამის მიზანი და აღწერა

კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, მოხდება ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, უცხოური კინოწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.

მუხლი 1211. პროგრამის მიმართულებები

პროგრამის მიმართულებებია შემდეგი აუდიოვიზუალური პროდუქციის წარმოება:

ა) მხატვრული ფილმი;

ბ) (ამოღებულია - 29.12.2016, №624);

გ) ტელესერიალი ან მინი-სერიალი;

დ) ანიმაცია;

ე) დოკუმენტური ფილმი;

ვ) სარეკლამო ვიდეო პროდუქცია;

ზ) რეალითი შოუ;

თ) მუსიკალური კლიპი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

მუხლი 1212. პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლებამოსილება

1. პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, კორპორაცია ან/და სამინისტრო უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარს გაუწიოს ტექნიკური დახმარება.

3. კორპორაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას;

ბ) პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტთა რეგისტრაციის მიზნით შექმნას ონლაინპლატფორმა და ამავე პლატფორმის მეშვეობით მოახდინოს განაცხადების პროგრამით დადგენილი წესით რეგისტრაცია;

გ) პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამით და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებას 20 (ოცი) პროცენტის ოდენობით;

დ) პოპულარიზაციის ელემენტის შემთხვევაში, დამატებით მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 2%-დან 5%-მდე ანაზღაურებას, პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ე) განაცხადის ფორმის დადგენას და რეგისტრაციის პროცედურებს;

ვ) პროგრამის ბენეფიციართა რეესტრის წარმოებას;

ზ) სადისტრიბუციო მოთხოვნის და სადისტრიბუციო მოთხოვნის წარდგენის ფორმის დადგენას;

თ) აუდირებული დასკვნის წარდგენის ფორმისა და კრიტერიუმების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ი) სამინისტროსთან ერთად,მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების მსვლელობის მონიტორინგის ფორმის შემუშავებას.

3​1. კორპორაცია უფლებამოსილია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს სავალდებულო კრიტერიუმები ამ პროგრამის 12​13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი პროექტისათვის.

4. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას;

ბ) განაცხადის განხილვას წარდგენილი სინოპსისის/პროდუქტის აღწერის შესაბამისად და მისთვის ამ პროგრამის 12​11 მუხლით განსაზღვრული მიმართულების მინიჭებას;

გ) ამ პროგრამის მიზნებისთვის კორპორაციის მხრიდან კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებამდე პროექტის პროგრამის მიმართულებებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული მიზნით სამინისტრო ვალდებულია:

გ.ა) კორპორაციასთან შეთანხმებული ფორმით მოახდინოს საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების მსვლელობის მონიტორინგი;

გ.ბ) მოახდინოს განხორციელებული პროექტის საბოლოო შესწავლა/შეფასება და თავდაპირველ პროდუქტთან/სინოპსისთან შესაბამისობის დადგენა;

დ) პროექტის შესაბამისობის დადგენას 12​13 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებთან;

ე) პოპულარიზაციის ელემენტის შეფასების კრიტერიუმების შემუშავებასა და დამტკიცებას.

5. მეწარმე სუბიექტის მიერ განაცხადში წარდგენილ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, კორპორაციასა და სამინისტროსთან ერთად, აქვს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ივლისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 05.7.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1213. პროგრამაში მონაწილეობა

1. პროგრამაში ჩართვის მიზნით, მეწარმე სუბიექტი, კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით, კორპორაციაში წარადგენს განაცხადს პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე.

1​1. პროგრამაში ჩართვის მიზნით, მეწარმე სუბიექტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ხსნის შესაბამის ანგარიშს, რომლიდანაც პროგრამის ფარგლებში განახორციელებს მხოლოდ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური ხარჯების გაწევას, კონკრეტული უნიკალური კოდის მითითებით (ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატით მინიჭებული კოდი), უნაღდო ანგარიშსწორების წესით (ანგარიშის რეკვიზიტები ეცნობება კორპორაციას). ნებისმიერი სხვა ანგარიშიდან განსხვავებული წესით კვალიფიციური ხარჯების გაწევა კორპორაციისთვის არ წარმოშობს ანაზღაურების ვალდებულებას.

2. მეწარმე სუბიექტი, საჭიროების შემთხვევაში, კორპორაციას წარუდგენს დამატებით დოკუმენტ(ებ)ს კორპორაციის მიერ შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მეწარმე სუბიექტი არ წარუდგენს კორპორაციას დამატებით დოკუმენტ(ებ)ს ან ინფორმაციას, კორპორაცია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. პროგრამის ფარგლებში მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობა, საიდანაც მოხდება მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%-ის ანაზღაურება ამ პროგრამის 12 11 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის 12 11 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებების შემთხვევაში, შეადგენს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის 12 11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების შემთხვევაში შეადგენს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარს. ამ პროგრამის მხოლოდ 12 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაზე შესაძლებელია მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მინიმალური მოცულობის დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანადაფინანსება.

4. პროგრამის ფარგლებში, მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს – 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა ან/და განგრძობადი საბოლოო პროდუქტის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი არგუმენტირებული წერილით მიმართავს კორპორაციას, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად, ამასთან, პროექტის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარმოსადგენად სავალდებულოა, აღნიშნული აკმაყოფილებდეს ამ პროგრამის 12​12 მუხლის 3​1 პუნქტით განსაზღვრულ, კორპორაციის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ კრიტერიუმებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. მეწარმე სუბიექტის მიერ კორპორაციაში წარდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი და კორპორაცია უფორმებს ხელშეკრულებას და გადასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომელზეც ასახულია კონკრეტული უნიკალური კოდი.

6​1. ბენეფიციარი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, კორპორაციასა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში დაიწყოს აუდიოვიზუალური პროდუქციის წარმოების პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში კორპორაციას უფლება აქვს, შეწყვიტოს ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულება და გააუქმოს სერტიფიკატი.

7. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის მიმართულების შესაბამისად წარდგენილი პროექტის ან/და საბოლოო პროდუქტის შინაარსის ცვლილებ(ებ)ის შეტანა დასაშვებია, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის მიმართულების შესაბამისად წარდგენილი პროექტი ან/და საბოლოო პროდუქტი (მათ შორის, პროექტში ან/და საბოლოო პროდუქტში განხორციელებული ცვლილებებიც) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით, ამ სახელმწიფო პროგრამით და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

7​1. ბენეფიციარის მიერ კორპორაციისთვის წარდგენილი მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯების ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მიმართოს კორპორაციას, რა დროსაც მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე. თუ ცვლილების შედეგად სახეზეა მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯის 10%-ზე მეტით გაზრდა, კორპორაციის მიერ ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯების 10%-იან ნამატზე.

7​2. ბენეფიციარის მიერ კორპორაციისთვის წარდგენილი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯებიდან თითოეულის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მიმართოს კორპორაციას, რა დროსაც მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე. თუ ცვლილების შედეგად სახეზეა თითოეული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯ(ებ)ის  30%-ზე მეტით გაზრდა, კორპორაციის მიერ ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯ(ებ)ის 30%-იან ნამატზე.

7​3. ამ მუხლის 7​1 და 7​2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ ცვლილების შედეგად მოთხოვნილი თანხა აჭარბებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ მოცულობას, კორპორაციის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური მოცულობის ფარგლებში.

8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მთლიან ლიმიტირებულ კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება კორპორაციის მიერ მოხდება საბოლოო პროექტის განხორციელების, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯისა და პროექტის განხორციელების შემდეგ დაზუსტებული კვალიფიციური ხარჯის შედარების, შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ დასკვნის (კორპორაციის მოთხოვნის შესაბამისად) კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით კორპორაციაში წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში.

9. კორპორაცია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელებს მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20 (ოცი) პროცენტის ანაზღაურებას.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების დამადასტურებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა (რომელიც, თავის მხრივ, შედგენილია კორპოპრაციის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად) პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვისა.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მთლიან კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღებამდე ბენეფიციარი ვალდებულია, ონლაინპლატფორმის მეშვეობით კორპორაციაში წარადგინოს ანგარიში პროექტის განხორციელებისას გამოვლენილი პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების თაობაზე.

12. კორპორაცია, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დამატებით განახორციელებს მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 2-დან 5 პროცენტამდე ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბოლოო პროდუქტი შეიცავს პოპულარიზაციის ელემენტ(ებ)ს. დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ 12​11 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამის მიმართულების შესაბამისად, საბოლოო პროდუქციისთვის.

13. პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კორპორაციის მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. ამასთან, კორპორაციის მიერ დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნის კორპორაციაში წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილება №183 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ივლისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 05.7.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1214. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები

ამ პროგრამის 1213 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) პროგრამით დადგენილი პირობებით, კორპორაციისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამით დადგენილი წესით ხელშეკრულების დარღვევა ან/და არაჯეროვნად შესრულება, ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად;

გ) ამ პროგრამით დადგენილი წესით ხელშეკრულების ვადის დასრულება;

დ) ამ პროგრამის 1213 მუხლის 61 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1215 . პროგრამის  ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. ყოველი საბიუჯეტო წლისათვის ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება 5 მლნ ლარით. ამასთან, კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯამური მოცულობა არის წლის მანძილზე ხელმოწერილი ხელშეკრულებების თანახმად ამ პროგრამის 12​12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოცულობით კორპორაციის მიერ ასანაზღაურებელი თანხების ჯამი, ამ პროგრამის 12​13 მუხლის 7​1 პუნქტში დასახელებული ნამატის გათვალისწინებით. ასევე, კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯამური მოცულობა მოიცავს 12​12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პოპულარიზაციის ელემენტისთვის განკუთვნილ თანხასაც.

3. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​16. სხვა დებულებები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრით. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, ამ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების კორპორაციაში წარდგენის ვადა გაგრძელდება 2024 წლის 3 იანვრიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადამდე განაცხადების მიღება შესაძლოა, შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა გაუტოლდება თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ამ პროგრამის 12​15 მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებულ კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მაქსიმალურ ჯამურ მოცულობას.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №612 - ვებგვერდი, 09.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №546 – ვებგვერდი, 15.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №651 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №613 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 25.01.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №501 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.
 
თავი I3 
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
მუხლი 1217. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
მუხლი 1218. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
მუხლი 1219. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 
მუხლი 1220. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
 

თავი I4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №557 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 1221. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №557 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №387 – ვებგვერდი, 14.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 1222.  (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №557 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 1223. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №557 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 1224. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №557 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 12​25. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №557 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

მუხლი 12​26. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №557 - ვებგვერდი, 22.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.

თავი I​5

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“

უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი

ზოგადი დებულებანი

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.

მუხლი 12​27.  ტერმინთა განმარტება

ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;

დ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ე) ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული აქვს შესაბამისი სესხი/სალიზინგო პროექტი და ამავე პროგრამის ფარგლებში იღებს ან/და მიღებული აქვს შესაბამისი მხარდაჭერა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციარად მიიჩნევა ამ პროგრამის 12​33 მუხლის შესაბამისად საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების ნაწილში ჩართული მეწარმე სუბიექტიც;

ვ) სესხი − ბანკის/მიკრობანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის  მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარზე დამტკიცებული/გაცემული სესხი;

ზ) სალიზინგო პროექტი  − პროგრამის თანადაფინანსების მიმართულების ფარგლებში, ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს (ლიზინგის საგნის პოტენციურ მიმღებს) შორის შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სალიზინგო საგნის გაცემას ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, გარდა ისეთი სალიზინგო პროექტისა, რომლითაც ლიზინგის გამცემი მეწარმე სუბიექტისგან იძენს ლიზინგის საგანს, შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ მასზე საკუთრების უფლების დაბრუნების მიზნით (უკულიზინგი);

თ) ლიზინგის ღირებულება − ლიზინგით გადასაცემი ქონების საწყისი ღირებულება და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტის, სხვა მსგავსი მომსახურების, ქონების და ამ ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისათვის გადახდილი/გადასახდელი გადასახადების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი;

ი) ლიზინგის საგანი − პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე ლიზინგით გაცემული ქონება;

კ) ფინანსური ინსტიტუტი - ამ პროგრამის მიზნებისათვის ფინანსური ინსტიტუტად მიიჩნევა კომერციული ბანკი, მიკრობანკი, ლიზინგის გამცემი, საინვესტიციო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია;

ლ) ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;

მ) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სალიზინგო პროექტს (ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს), რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;

ნ) საინვესტიციო კომპანია  − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და  საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა და რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

ო) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზირებული, რეგისტრირებული ან აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და  საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა, რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

პ) სესხის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სესხის გადაფარვა იმავე ან სხვა ბანკში/საინვესტიციო კომპანიაში/აქტივების მმართველ კომპანიაში  აღებული რეფინანსირების სესხით, რომელიც არ აჭარბებს გადასაფარი სესხის დამტკიცებულ მოცულობას და მოიცავს მხოლოდ გადასაფარი სესხის ნარჩენ ძირსა და სესხზე არსებულ დამტკიცებულ, აუთვისებელ თანხას. ამასთან, დამტკიცებული, აუთვისებელი თანხა, თავის მხრივ, უნდა გაიცეს ამ პროგრამის 12​30 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებით. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის არ დაიშვება სესხის უცხოურ ვალუტაში რეფინანსირება;

ჟ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სალიზინგო პროექტის შესაბამისი ლიზინგის საგნის ღირებულების ნარჩენი თანხის გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემთან ამ პროგრამის 12​30 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ახალი სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების გზით. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის არ დაიშვება  სალიზინგო პროექტის უცხოურ ვალუტაში რეფინანსირება;

რ) საერთაშორისო ბრენდი – სასაქონლო ნიშანი, რომლითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სასტუმრო ან/და სასაქონლო ნიშანთა მმართველი კომპანია/ჯგუფი (უცხოური საწარმო), რომელიც ოპერირებს საქართველოს გარდა არანაკლებ 50 სასტუმროთი, რომელთანაც მეწარმე სუბიექტს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ან/და სასტუმროს მმართველი უცხოური საწარმოს  სასაქონლო ნიშნის სარგებლობისთვის განსაზღვრული ხელშეკრულება;

ს) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი;

ტ) ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი − ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი დგინდება/განისაზღვრება კორპორაციის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით;

უ) დეფოლტი − ბენეფიციარის მიერ ფინანსური ინსტიტუტის წინაშე პროგრამის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო/სალიზინგო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის სესხის/სალიზინგო პროექტით გათვალისწინებული თანხის სრულად დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ან ბენეფიციარის გადახდისუუნარობის საქმის დაწყება და ფინანსური ინსტიტუტის მიერ სესხის/სალიზინგო პროექტის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელების დაწყება, მათ შორის და არამხოლოდ, სასამართლოსთვის ან/და არბიტრაჟისთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით ნოტარიუსისთვის მიმართვა, აღსრულების ორგანოსთვის ან/და კერძო აღმასრულებლისთვის მიმართვა ან/და ქონების დასაკუთრების/რეალიზაციის პროცედურის  დაწყების მიზნით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდევინების მიქცევის სხვა პროცედურის  დაწყების მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისთვის მიმართვა;

ფ) კაპიტალური ხარჯი − დანახარჯი, გაწეული ისეთ მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივზე (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

ქ) საბრუნავი საშუალებები – ხარჯები, რომელიც არ წარმოადგენს კაპიტალურ ხარჯს;

ღ) კვლევისა და განვითარების (R&D) ხარჯი − ხარჯი, რომელიც გაწეულია კვლევისა და განვითარებისთვის (R&D), რომელიც, თავის მხრივ, დასტურდება სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშით. ამასთან, კვლევის და განვითარების ხარჯების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება კორპორაციის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით;

ყ) მწვანე ტაქსონომია − „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანებით დამტკიცებული მწვანე ტაქსონომია;

შ) მწვანე სესხი − „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული მწვანე სესხი;

ჩ) ქალი მეწარმე − პროგრამის მიზნებისთვის, ქალ მეწარმედ მიიჩნევა მხოლოდ ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე არანაკლებ ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი;

ც) მაღალმთიანი რეგიონი − „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში გათვალისწინებული დასახლება;

ძ) სასესხო შეთანხმება  − „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის“ პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2021 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება;

წ) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​28. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.

2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

3. პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) თანადაფინანსების მიმართულება;

ა.ა) სესხის/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება;

ა.ბ) საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება;

ბ) საგრანტო მიმართულება:

ბ.ა) მწვანე კომპონენტი;

ბ.ბ) გაციფრულების კომპონენტი;

ბ.გ) კვლევა და განვითარების კომპონენტი;

ბ.დ) მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტი;

ბ.ე) აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი;

გ) უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულება:

4. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ისარგებლოს:

ა)  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანადაფინანსებებით როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიმართულებით მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანადაფინანსებასთან ერთად;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიმართულებით როგორც ცალკე, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა მიმართულებებთან ერთობლიობით, თუ მისი ეკონომიკური საქმიანობა თავსდება დადგენილების როგორც დანართ №1​-ში, ასევე დანართ №8-შიც.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საგრანტო მიმართულებით სარგებლობისას:

ა) იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი აკმაყოფილებს საგრანტო მიმართულების როგორც გაციფრულების, ასევე კვლევა და განვითარების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებს, ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლობს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი აკმაყოფილებს საგრანტო მიმართულების მწვანე კომპონენტს, მაღალმთიანი რეგიონის და აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტებით განსაზღვრულ პირობებს, ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ი/სალიზინგო პროექტ(ებ)ი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით რამდენიმე საგრანტო მიმართულების კომპონენტს, ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი გრანტის ჯამური მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 500 000 ლარისა.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმართულება რეგულირდება ამ დადგენილების პირველი თავის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. კორპორაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამასთან, კორპორაცია უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას მოსთხოვოს, მათ შორის და არა მხოლოდ, სესხის გაცემისა და რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტაცია და მათში შესული ყველა ცვლილება/დამატება.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​29. პროგრამის ბენეფიციარი

1. პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტი პროგრამის 1231 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 40 (ორმოცი) მლნ ლარს;

ბ) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);

გ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

დ) არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირი;

ე) რეგისტრირებულია კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში და არის კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრის წევრი;

ვ) მეწარმე სუბიექტის სესხმა/სალიზინგო პროექტმა არ განიცადა დეფოლტი როგორც ამ პროგრამის, ასევე 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში;

ზ) არ ჰქონია როგორც ამ დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან 1234 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (დადგენილების 2025 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციის შესაბამისად)  გათვალისწინებული სესხის/სალიზინგო პროექტის გრაფიკით განსაზღვრული მინიმალური შენატანის ზედიზედ 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილება.

2. მხოლოდ საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსების ფარგლებში, მეწარმე სუბიექტად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად განსაზღვრული პირი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც.

3.  ბანკი  უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემოწმების მიზნით, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge).

4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი ვალდებულია:

ა) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს (სასტუმროს საქმიანობის შემთხვევაში რეგულირდება პროგრამის დანართი №4-ის პირველი თავის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით) ის უძრავი ქონება, სადაც ხდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში  –  შშმ) პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით;

გ) თანამშრომელთა შერჩევის ეტაპზე, ერთი და იმავე კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭოს შშმ პირ(ებ)ს. პროგრამის მიზნებისათვის, შშმ პირთა სტატუსის დასაბუთებისთვის გამოიყენება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შეასრულოს კორპორაციის დირექტორის მიერ დადგენილი მარკეტინგული მოთხოვნები;

ე) უზრუნველყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისას ამ პროგრამის დანართი №4-ით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა;

ვ) წარუდგინოს კორპორაციას პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში პროგრამის ფარგლებში სესხის სრულად ათვისებიდან (გახარჯვიდან) არაუგვიანეს 6 თვისა, მაგრამ არაუმეტეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის პროგრამის ფარგლებში გაცემიდან 36 თვის ვადისა ან სალიზინგო პროექტის გაცემიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების დაცვით.

5. ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციის წინაშე ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები ან/და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სანქციები განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ.

6. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სესხთან/სალიზინგო პროექტთან მიმართებით ბანკი/ლიზინგის გამცემი სარგებლობს სასესხო შეთანხმების პროექტით, ამ შემთხვევაში, გარდა პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, როგორც მეწარმე სუბიექტი, ასევე თავად ბანკი/ლიზინგის გამცემი უნდა აკმაყოფილებდნენ სასესხო შეთანხმების ყველა სავალდებულო პირობას, რომელიც გაწერილი იქნება კორპორაციასა და ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​30. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი

1. პროგრამის ფარგლებში სესხი/სალიზინგო პროექტი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.

2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული და მის მიერ ათვისებული სესხის/სალიზინგო პროექტის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს.

3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით/სალიზინგო პროექტით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული/ათვისებული სესხების/სალიზინგო პროექტების ჯამური მოცულობა არ აღემატება 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს.

4. ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფისთვის გაცემული/ათვისებული სესხების/სალიზინგო პროექტების ჯამური ლიმიტი (მაქსიმალური მოცულობა) შეადგენს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარს. აღნიშნული ლიმიტი დაითვლება ამ პროგრამის ამოქმედებიდან პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე/სალიზინგო პროექტებზე.

5. ამ მუხლის შესაბამისად, სესხების/სალიზინგო პროექტების ჯამური მოცულობის/ლიმიტების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში გაცემული სესხების/სალიზინგო პროექტების ღირებულება.

6. პროგრამის ფარგლებში სესხი/სალიზინგო პროექტი უნდა გაიცეს ამ პროგრამის დანართი №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობებისთვის. ამასთან,  ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით/სალიზინგო პროექტით არ დაფინანსდება:

ა) გუდვილის შეძენა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ან/და რემონტი, გარდა ამ პროგრამის დანართი №3-ით გათვალისწინებული შემთხვევების;

გ) მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

დ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;

ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვა) გადახდა/დაფარვა.

7. პროგრამის ფარგლებში სესხის/სალიზინგო პროექტი შესაძლებელია გაიცეს როგორც ფიქსირებულ, ასევე მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

8. სესხის შემთხვევაში:

ა) პროგრამის ფარგლებში სესხის/სესხის პირველი ტრანში (რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარისა) უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას და აღნიშნული სესხი აღარ მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად;

ბ) პროგრამის ფარგლებში სესხის ბოლო ტრანში უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხებზე პროგრამის ფარგლებში ტრანშის გაცემა არ დაიშვება და ამ სესხის მხარდაჭერა განხორციელდება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში გაცემულ ნაწილზე;

გ) სესხის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს დამტკიცებული სესხის ოდენობის 0.2%-ს;

დ) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ბენეფიციარს არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა. ამასთან, წინსწრების საკომისიოდ არ მიიჩნევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ Risk Sharing Framework-ის ფარგლებში გაცემული სესხისათვის მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების გრაფიკს გარეთ, ვადამდე, სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო; 

ე) პროგრამას ფარგლებში გაცემული სესხის ათვისება (გახარჯვა) უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ე.ა) ჯამურად ათვისებული სესხის მოცულობის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტი უნდა იქნეს მიმართული კაპიტალური ან/და კვლევა და განვითარების ხარჯებისთვის;

ე.ბ) ჯამურად ათვისებული სესხის მოცულობის არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტი უნდა იქნეს მიმართული საბრუნავი საშუალებებისათვის;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სესხის მოთხოვნები არ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ათვისება მოხდება ექსპორტზე გასატანი პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად. აღნიშნული შეღავათის სარგებლობისთვის დამატებით მოთხოვნებს სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს კორპორაცია.

9. სალიზინგო პროექტის შემთხვევაში:

ა) პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტით განსაზღვრული ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის (გრაფიკით განსაზღვრული ბენეფიციარის ვალდებულება) გადახდა უნდა იქნეს დაწყებული კორპორაციის მიერ სალიზინგო პროექტის დადასტურებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ამ ვადის დარღვევით კორპორაცია არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას და სალიზინგო პროექტი აღარ ითვლება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად;

ბ) პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტი უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სალიზინგო პროექტის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული სალიზინგო პროექტის ფარგლებში არ დაიშვება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამასთან, პირველი მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები;

გ) ლიზინგის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულების 0.1%-ს;

დ) სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში სალიზინგო პროექტის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 2%-ს. სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში, წინსწრების საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 1%-ს.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​31.  პროგრამის განხორციელების პროცესი

1. პროგრამა ხორციელდება კორპორაციის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის/უზრუნველყოფების გამოყენებით.

2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი მიმართავს ფინანსურ ინსტიტუტს.

3. ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს:

ა) მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას 1229 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან;

ბ) სესხის/სალიზინგო პროექტის შესაძლო შესაბამისობას მწვანე ტაქსონომიასთან.

4. ფინანსური ინსტიტუტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების საფუძველზე, აგზავნის განაცხადს სესხის პროგრამის ფარგლებში დამტკიცების მიზნით, რომელიც მოიცავს სესხის/სალიზინგო პროექტის ძირითადი მახასიათებლების (მათ შორის, შესაძლო მწვანე სესხის/სალიზინგო პროექტის) და მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაციას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განაცხადის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში კორპორაცია ადასტურებს ან უარყოფს სესხის/სალიზინგო პროექტის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის პირობებთან. კორპორაციის მიერ განაცხადის დადასტურების შემთხვევაში სესხი/სალიზინგო პროექტი მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

თანადაფინანსების მიმართულება

მუხლი 12​32.  სესხის/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება

1. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის თანადაფინანსებისას, კორპორაცია ახორციელებს ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად:

ა) სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით; ან

ბ)  ამ პროგრამის დანართ №1​​-ში განსაზღვრული 38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0 ქვეკლასის კოდებისთვის სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით.

2. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებისას, კორპორაცია ახორციელებს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად:

ა) სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული ერთი პროცენტის ოდენობით; ან

ბ) ამ პროგრამის დანართ №1​​-ში განსაზღვრული 38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0 ქვეკლასის კოდებისთვის სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 2 პროცენტის ოდენობით.

3. კორპორაციის მიერ თანადაფინანსების თანხის ოდენობის (მათ შორის, კორპორაცია უფლებამოსილია ყოველთვიური თანადაფინანსების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალიწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალიწინებული გადახდის დღეს არსებულ სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით), რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება ფინანსურ ინსტიტუტსა და კორპორაციას შორის პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

4. კორპორაცია ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესრულებისათვის თანადაფინანსების თანხას რიცხავს ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

5. ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარის კონკრეტული ვალდებულებისათვის თანხის მიმართვის წესი და სპეციალური ანგარიშის მონიტორინგის პირობები რეგულირდება ფინანსურ ინსტიტუტსა და კორპორაციას შორის ამ პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესაბამისად. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სპეციალურ ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი სპეციალურ ანგარიშზე თანხების ბრუნვასთან დაკავშირებით და კორპორაციას მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით.

6. პროგრამის ფარგლებში სესხის/სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა იზრდებოდეს სესხზე/სალიზინგო პროექტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​33. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება

1. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. მეწარმე სუბიექტი/ბენეფიციარი მიმართავს კორპორაციას საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსებაში ჩართვის თაობაზე.

3. კორპორაცია, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, 10 კალენდარული დღის ვადაში ადასტურებს ან უარყოფს ბენეფიციარის განაცხადს. განაცხადის დასტურის შემთხვევაში კორპორაციასა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა იქნეს გაფორმებული მეწარმე სუბიექტის მიერ საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ფარგლებში კორპორაცია ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსებას ბენეფიციარის მიერ ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 (ორმოცდაერთი) თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარისთვის განსაზღვრული თანადაფინანსების მოცულობა, ერთი წლის მანძილზე (თოთოეულ საანგარიშო წელზე) არ უნდა აღემატებოდეს 300 000 (სამასი ათასი) ლარს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენების კომპონენტი გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე.

6. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენებისათვის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის კორპორაციის მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან კორპორაციის მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.

7. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში (მიუხედავად მისი შესაბამისი თავებისა) საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენების შესაძლებლობა პროგრამის ბენეფიციარს აქვს მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.
 

საგრანტო მიმართულება

მუხლი 12​34. მწვანე კომპონენტი

1. მწვანე კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი (სრულად ან ნაწილობრივ) ან ლიზინგის საგანი აკმაყოფილებს მწვანე ტაქსონომიის მოთხოვნებს;

ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი.

2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 15%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში გაწეული ხარჯის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც.

3. თუ პროგრამის ფარგლებში სესხი/სალიზინგო პროექტი გაიცა ჰიდრო/ქარის/მზის ელექტროსადგურების შესყიდვის/მოწყობის მიზნობრიობით, გრანტის მოცულობა დაიანგარიშება  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 10%-ის, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარისა. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ გაწეული ხარჯი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ერთად, ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი ჯამური ლიმიტი არ აღემატება    200 000 ლარს.

5. მწვანე კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი ფინანსური ინსტიტუტის ცნობა და შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ანგარიშის წარდგენა არ არის სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხის მწვანე ტაქსონომიასთან შესაბამისობა დასტურდება ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული მონიტორინგით.

6. კორპორაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

7. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

8. ამ კომპონენტში ერთი სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ.

9. ბენეფიციარს მწვანე კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან ან ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის/სალიზინგო პროექტის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​35. გაციფრულების კომპონენტი

1. გაციფრულების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი (სრულად ან ნაწილობრივ) მიმართულ იქნა კორპორაციის მიერ დადგენილი ციფრული ინსტრუმენტის/გადაწყვეტის შემუშავების/შესყიდვის და დანერგვის ხარჯებისთვის;

ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი.

2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 70 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში არაუმეტეს 100 000 ლარისა. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის შემთხვევაშიც.

3. გაციფრულების კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

6. ამ კომპონენტში ერთი სესხის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ.

7. ბენეფიციარს აღნიშნული კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს  სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​36.  კვლევა და განვითარების კომპონენტი

1. კვლევისა და განვითარების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი (სრულად ან ნაწილობრივ) გამოყენებულ იქნა ამ პროგრამით 1227 მუხლის „ღ“ პუნქტით განსაზღვრულ კვლევა და განვითარების ხარჯებისთვის;

ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი.

2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 15%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 20%-ის,  მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის შემთხვევაშიც.

3. კვლევისა და განვითარების კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

6. ამ კომპონენტში ერთი სესხის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ.

7. ბენეფიციარს აღნიშნული კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1237. მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტი

1. მაღალმთიანი კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი ან სალიზინგო პროექტი გამოყენებულ იქნა მაღალმთიან რეგიონში განხორციელებული ბიზნესისთვის;

ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი. 

2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 10%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 15%-ის, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც.

3. მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის  მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

6. ამ კომპონენტში ერთი სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ.

7. ბენეფიციარს მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან ან ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის/სალიზინგო პროექტის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1238. აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი

1. აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი ან სალიზინგო პროექტი გამოყენებულ იქნა აგროტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელიც, თავის მხრივ, აკმაყოფილებს დანართი №4-ის მე-3 თავით განსაზღვრულ მინიმალურ სავალდებულო კრიტერიუმებს;

ბ) ბენეფიციარის მხრიდან სრულად იქნა ათვისებული (გახარჯული) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი.

2. გრანტის მოცულობა დაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით გაწეული ხარჯის 15%-ის, ხოლო ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით. გრანტის აღნიშნული მაქსიმალური მოცულობის ლიმიტი განსაზღვრულია ერთ ბენეფიციარზე პროგრამის ფარგლებში გაცემულ რამდენიმე სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაშიც.

3. აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

6. ამ კომპონენტში ერთი სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში გრანტის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ერთხელ.

7. ბენეფიციარს აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან ან ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის/სალიზინგო პროექტის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 1239.  ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის პირობები

1. ბენეფიციარის სტატუსი და პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მხარდაჭერა წყდება შემდეგი გარემოებების დადგომის შემთხვევაში:

ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის დეფოლტის დადგომა;

ბ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან/და რეფინანსირება;

გ) ბენეფიციარის მიერ 12​30 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული სესხის მოთხოვნების დარღვევა;

დ) ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი გამოყენებულია ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რომელიც არ თავსდება ამ პროგრამის დანართ №1-ით დადგენილ ჩამონათვალში;

ე) ფინანსური ინსტიტუტის მიერ პროგრამის დარღვევით სესხის/სალიზინგო პროექტის დამტკიცება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულების ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. პროგრამის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.

4. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​40. პროგრამის მონიტორინგი

1. კორპორაცია, მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის ან/და ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ფინანსური ინსტიტუტი, თავის მხრივ, ვალდებულია ხელი შეუწყოს კორპორაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში.

2. ბენეფიციარის მხრიდან პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კორპორაციას აღნიშნულის თაობაზე.

3. პროგრამის ფარგლებში კორპორაცია უფლებამოსილია, ფინანსური ინსტიტუტისგან მოითხოვოს სესხთან/სალიზინგო პროექტთან/ბენეფიციართან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

4. თუ კორპორაციის მონიტორინგის შედეგად დადგინდა ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული  სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, კორპორაცია იმოქმედებს  პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

5. თუ კორპორაცია მონიტორინგის შედეგად დაადგენს ფინანსური ინსტიტუტის მიერ სესხის/სალიზინგო პროექტის პროგრამის პირობების დარღვევით გაცემის შემთხვევას, ფინანსურ ინსტიტუტს ეკისრება ამ პროგრამის 12​28 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1241. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.

3. პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული, შესაბამისი საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრებით.

4. პროგრამის საპილოტე რეგიონის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის დაფინანსების საკითხები რეგულირდება სახელმწიფო პროგრამის 2025 წლის 1 იანვრამდე არსებული  რედაქციის შესაბამისი მუხლებით.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1242. პროგრამის მოქმედების ვადა

1. პროგრამის მოქმედება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. პროგრამის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების/სალიზინგო პროექტების თანადაფინანსების ანაზღაურება მოხდება მათი დადასტურებისას პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.

მუხლი 1243. პროგრამის დამატებითი პირობები

1. პროგრამის 1234 – 1238 მუხლებით განსაზღვრული „გრანტი“ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა  „გრანტად“.

2. ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შესაბამის ანგარიშს წარადგენს კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ სესხზე ბენეფიციარი უფლებამოსილია გამოიყენოს გარანტია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემა“ შესაბამისად. 

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

თავი I6

სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარების ნაწილი

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

მუხლი 1244. ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარების ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა – სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარების ნაწილი;

ბ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;

გ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც ტექნიკური დახმარების მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ასევე აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად III ან IV ზომითი კატეგორიის საწარმოთათვის დადგენილ მოთხოვნებს (მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში);   

დ) ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია − მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია კორპორაციის დირექტორის მიერ, რომელიც განთავსებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ ვებგვერდზე;

ე) განაცხადი – ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ კორპორაციისთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი ერთი მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით;

ვ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, კორპორაციის მიერ დადგენილი პროცედურებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიენიჭა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი;

ზ) კომისია − კორპორაციის მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი,  რომელიც განიხილავს შესულ განაცხად(ებ)ს და იღებს გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტის დაფინანსების შესახებ. ამასთან, კომისიის  შემადგენლობა და უფლებამოსილება განსაზღვრულია კორპორაციის დირექტორის მიერ;

თ) თანამონაწილეობა − მეწარმე სუბიექტის მიერ განცხადებით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების განსახორციელებლად გახარჯული საკუთარი მინიმალური კონტრიბუციის ოდენობა;

ი) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხა;

კ) ბენეფიციარის ხელშეკრულება − კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ტექნიკური დახმარების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1245. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდა. 

2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

ა) პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება;

ბ) ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა;

გ) საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება.

3. მეწარმე სუბიექტს პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვს ორჯერ. ამასთანავე, დაუშვებელია ბრენდინგის/პროდუქციის შეფუთვის კომპონენტით განმეორებით სარგებლობა. ასევე ამ პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მეორედ მიღების შესაძლებლობა აქვს იმ ბენეფიციარს, რომელსაც განმეორებითი განაცხადის წარდგენის მომენტისთვის შესრულებული აქვს პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №343 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.

მუხლი 1246. პროგრამის სხვა არსებითი პირობები 

1. ამ პროგრამის 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ლიცენზირების/ სერტიფიცირების კომპონენტი მოიცავს ორ მიმართულებას:

ა) საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება;

ბ) ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირება.

2. ამ პროგრამის 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ბრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვის კომპონენტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

ბ) ბრენდის ტრანსფორმაცია/ცვლილება (rebranding);

გ) პროდუქციის შეფუთვა, ბრენდის სახელმძღვანელოს (brandbook) შესაბამისად.

3. ამ პროგრამის 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების კომპონენტი მოიცავს საერთაშორისო სავაჭრო ქსელში  შესვლის ხელშეწყობას.

4. პროგრამის ფარგლებში ცალკეული კომპონენტებისა და შესაბამისი მიმართულებების მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობის სახეები განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​47. ტექნიკური დახმარების დაფინანსების მოცულობა

1. კორპორაციის მხრიდან 12​45 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ლიცენზირების/სერტიფიცირების და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების კომპონენტების (ცალკეულის) დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ბენეფიციარზე განისაზღვრება 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ვალუტაში ოდენობით გადახდის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

2. კორპორაციის მხრიდან 12​45 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ბრენდინგის/პროდუქტის შეფუთვის კომპონენტის თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ბენეფიციარზე განისაზღვრება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1248. პროგრამის განხორციელების ეტაპები

1. პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.

2. პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

          ● განაცხადის მიღება;

          ● განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შეფასება;

          ● მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმება;

          ● ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების ხარჯის თანადაფინანსება;

          ● ბენეფიციარების ინსპექტირება/მონიტორინგი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პროგრამის ჩატარების ეტაპებს, ვადებს, ბიუჯეტის ფორმირების წესს, კომპონენტის შესაბამისად მეწარმე სუბიექტის მიერ განსახორციელებელი თანამონაწილეობის ოდენობასა და სხვა პირობებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დამატებით მოთხოვნებს, როგორც მეწარმე სუბიექტებისათვის/ბენეფიციარებისათვის, განსაზღვრავს კორპორაციის დირექტორი.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 12​49. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც კორპორაცია უზრუნველყოფს  პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების ვადებისა და პირობების შესაბამისად. აღნიშნული მიზნით:

ა) კორპორაცია უფლებამოსილია, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფისათვის, რომელზედაც კორპორაცია მიერ დადგენილი წესით განთავსდება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხული თანხა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი) ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს, კორპორაციის მიერ დადგენილი წესით გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ბენეფიციარისათვის განკუთვნილი თანხის პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით სრულად ან ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა კორპორაციის მიერ მიმართულ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ განაცხადების მიღება ან/და კომისიის მიერ განაცხადის განხილვა შესაძლებელია შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა გაუტოლდება ან/და გადააჭარბებს თითოეული საბიუჯეტო წლისთვის ამ დადგენილების 12​48 მუხლის მე-3 პუნქტით ფორმირებული ბიუჯეტის ჯამურ მოცულობას.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №343 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 1250. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

 თავი II. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

 მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 23.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

 მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

 მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №587 - ვებგვერდი, 07.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №587 - ვებგვერდი, 07.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №605 – ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 23.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 01.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 23.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 23.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №164 – ვებგვერდი, 29.03.2019წ.

მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

 მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება №471 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №587 - ვებგვერდი, 07.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 23.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 23.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

 მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის დადგენილება №403 – ვებგვერდი, 19.06.2014წ.  
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 23.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

თავი III

გარდამავალი დებულებები

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 30. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების დაძლევის მიზნით, ამ დადგენილების I თავისა და დანართ №6-ის მიზნებისათვის დაწესდეს გარდამავალი პერიოდი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.

მუხლი 31. ამ თავის 30-ე მუხლით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდი განისაზღვროს 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, ამ თავის 33-ე მუხლით განსაზღვრული პირობების მოქმედების პერიოდი განისაზღვროს 2024 წლის 15 ივლისიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 32. ამ თავის 30-ე და 31-ე მუხლებით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ამ დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − „აწარმოე საქართველოში“:

1. პირველ  მუხლში:

ა)   პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიების გარდა, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე. პროგრამის მიზნებისათვის უძრავი ნივთის დროებით სარგებლობა გულისხმობს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფოსგან იჯარით/ქირით/აღნაგობის უფლებით მიღებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით და წარმოშობილია არანაკლებ კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან ბენეფიციარის მიერ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით დადებული ხელშეკრულებით;“;

ბ)   „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო1) ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, დანართ №4-ით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე. პროგრამის მიზნებისათვის უძრავი ნივთის დროებით სარგებლობა გულისხმობს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფოსგან იჯარით/ქირით/აღნაგობის უფლებით მიღებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით და წარმოშობილია არანაკლებ კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან ბენეფიციარის მიერ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით დადებული ხელშეკრულებით;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) რესტრუქტურიზებული სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტი;“.

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზაცია – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 5 თებერვლის №18/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესის“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, მხოლოდ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით (საქმიანობის კოდი: 03.11.0) ლიზინგის კომპონენტის რესტრუქტურიზება შესაძლებელია სალიზინგო საგნის ნარჩენი ღირებულების გაზრდით, არაუმეტეს რესტრუქტურიზაციის მომენტისათვის სალიზინგო საგნის ღირებულებაზე სალიზინგო პროექტის გრაფიკით გათვალისწინებული დარიცხული და დაუფარავი არაუმეტეს 4 თვის პროცენტის შესაბამისი თანხის ოდენობით.“.

2. მე-5 მუხლის მე-2- მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტის/ლიზინგის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ/რესტრუქტურიზებულ/ რეფინანსირებულ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

3. კრედიტის/ლიზინგის მიმართულების ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებას, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში – პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებათ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;

ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებას კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, საქმიანობის დაწყებას ან/და, არსებულის გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) წლისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებოდათ 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების დასრულების შემდგომ, 3 წლის განმავლობაში, საქმიანობის პროფილის შენარჩუნებას.

4. საერთაშორისო ბრენდის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 (ორმოცდაერთი) თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში, კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. მხოლოდ იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც საერთაშორისო ბრენდით საქმიანობა მოუწიათ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის პროგრამის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის კორპორაციის მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან კორპორაციის მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული საწარმოს გაფართოებისთვის/ გადაიარაღებისათვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, გარდა დანართი №1-ის განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის 56.10.0 და 56.30.0 კოდებისა, სადაც სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 10 000 ლარს.

− მაქსიმალური მოცულობა − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული კორპორაციის მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს კორპორაციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია კორპორაციის წინაშე იმ კონკრეტული მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფო მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 4,000,000.0 (ოთხი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული კორპორაციის მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს კორპორაციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია კორპორაციის წინაშე იმ კონკრეტული მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/ პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.“;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ პროგრამის ფარგლებში, ამ მუხლის მე-4 (გარდა დანართ №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის 56.10.0 და 56.30.0 კოდებისა, სადაც 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით სესხის აღების შემთხვევაში შესაძლებელია სესხის სრული ოდენობა გაიცეს როგორც საბრუნავი, ან/და კაპიტალური დანახარჯების გასაწევად) მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის მიერ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

ა) წარმოებისათვის/საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად − კრედიტის მოცულობის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა;

ბ) საბრუნავი საშუალებების შესაძენად – კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა.“;

ზ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ​1) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის შესრულებული საანგარიშო თვის განმავლობაში გადასახდელი სესხის ძირისა და დარიცხული მისი წილი საპროცენტო სარგებლის (კორპორაციის თანადაფინანსების გარეშე) გადახდის ვალდებულება. ბენეფიციარის სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად, გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს. კომერციული ბანკი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.“;

თ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის ან სხვა კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის რესტრუქტურიზების/რეფინანსირების შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება 12 თვით (მიუხედავად იმისა, ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად იზრდება კორპორაციის მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში აღებული სესხების პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას;“.

4.  6​1 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გარდამავალ პერიოდში კორპორაციის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ლიზინგის საგნის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული ლიზინგის საგნის დაფინანსების 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული ლიზინგის საგნის ვადით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე/პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის საგნის ღირებულებათა ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით ლიზინგის საგნის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული კორპორაციის მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ, ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს კორპორაციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია კორპორაციის წინაშე იმ მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“;

გ)  მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ​1) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კორპორაცია ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ამ დადგენილების 6​1 მუხლის 2​1 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის შესრულებული საანგარიშო თვის განმავლობაში გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული მისი წილი საპროცენტო სარგებლის (კორპორაციის თანადაფინანსების გარეშე) გადახდის ვალდებულება. ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად, გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება ლიზინგის გამცემს. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.“;

დ) მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს არაუმეტეს ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული მიმდინარე საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, თუ ხდება პროგრამის ფარგლებში ადრე გაცემული რამდენიმე სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს დაფარული/გადაფარული სალიზინგო პროექტების ფარგლებში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი;

ე) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სალიზინგო პროექტის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში კორპორაციის მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება დამატებით 12 თვით (მიუხედავად იმისა, ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად, იზრდება კორპორაციის მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას;“

5. (ამოღებულია - 12.08.2025, №343). 

6. ამ თავით დადგენილი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დადგენილების დანართ  №3-დან  ამოღებულ  იქნეს  სასტუმრო  ინდუსტრიის  დანართ  №6-ით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალი.

61. ამ თავით დადგენილი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დადგენილების დანართ  №5-დან  ამოღებულ  იქნეს  ტურისტული სერვისების (თემატური პარკები და სათავგადასავლო ტურიზმი) ინდუსტრიის გეოგრაფიული არეალი.

7. (ამოღებულია - 28.12.2021, №621).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №354 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №544 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №680 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №757 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №242 – ვებგვერდი, 01.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №391 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №343 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №501 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.
 
მუხლი 33. მხოლოდ საზღვაო თევზჭერის მიმართულების (საქმიანობის კოდი: 03.11.0) ინდუსტრიისთვის, გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა, ამ დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ ნაწილში:

1. პირველი მუხლის:

ა) „ლ“ − „ლ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სესხის რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სესხის გადაფარვა რეფინანსირების სესხით (არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირის 50%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის მე-6 მუხლით დადგენილ სესხის მაქსიმალურ ოდენობას. ასევე დასაშვებია პროგრამის ფარგლებს გარეთ აღებული, მიმდინარე სესხის გადაფარვა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის რეფინანსირებისას. ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებით გაცემული სესხებ(ებ)ის რეფინანსირება;

ლ​1) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადაფარვა სალიზინგო პროექტის რეფინანსირებით (არაუმეტეს სალიზინგო პროექტის ნარჩენი ძირის 100%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის 61 მუხლით დადგენილ სალიზინგო პროექტის მაქსიმალურ ოდენობას. ასევე დასაშვებია პროგრამის ფარგლებს გარეთ აღებული, მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადაფარვა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტის რეფინანსირებისას. ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებული გაცემული სალიზინგო პროექტ(ებ)ის რეფინანსირება;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) სესხის რესტრუქტურიზება − ბენეფიციარის, პროგრამის ფარგლებში, ბანკში აღებული, მიმდინარე სესხის დაფარვის პირობების ცვლილება (არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირის 50%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის მე-6 მუხლით დადგენილ სესხის მაქსიმალურ ოდენობას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებული გაცემული სესხებ(ებ)ის რესტრუქტურიზება;

ყ) სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზაცია – ბენეფიციარის მიერ საკუთარი, პროგრამის ფარგლებში, სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული სალიზინგო საგნის ღირებულების ნარჩენი თანხის დაფარვის პირობების ცვლილება (არაუმეტეს სალიზინგო პროექტის ნარჩენი ძირის 100%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის 61 მუხლით დადგენილ სალიზინგო პროექტის მაქსიმალურ ოდენობას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებული გაცემული სალიზინგო პროექტების რესტრუქტურიზება.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3​2 პუნქტი:

„3​2. კორპორაცია სესხების თანადაფინანსებას ახორციელებს ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სესხის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებიდან/რეფინანსირებიდან ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის დადასტურებიდან 101 (ას ერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს აღნიშნულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“.

3. 6​​1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​2 პუნქტი:

„2​2. კორპორაცია სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს სალიზინგო კომპანიის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სალიზინგო პროექტის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებიდან/რეფინანსირებიდან ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის დადასტურებიდან 101 (ას ერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ სალიზინგო პროექტის ვადა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სალიზინგო პროექტის ვადით.“.

4. კორპორაცია განახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად თანადაფინანსებას, მხოლოდ ბენეფიციარის ბანკში/სალიზინგო კომპანიაში მიმართვის საფუძველზე პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სესხზე თანადაფინანსების პირობების ცვლილების თაობაზე ან/და პროგრამის ფარგლებში სესხის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების საშუალებით.

5. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიმართულების (გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა) სესხებსა და სალიზინგო პროექტებზე  არ ვრცელდება პროგრამის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი (მიზნობრიობის თანაფარდობა).

6. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიმართულების (გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა) სესხებსა და სალიზინგო პროექტებზე არ ვრცელდება პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და  მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი.

7. პროგრამის ფარგლებში არსებული საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიმართულების (გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა) სესხებისა და სალიზინგო პროექტებისთვის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის/სალიზინგო პროექტის დეფოლტის დადგომა. ამასთან, დეფოლტი განისაზღვრება „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილების  შესაბამისად.“.

8. „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით (შემდგომში − საკრედიტო საგარანტიო სქემა) დამტკიცებული სესხები, რომლებიც ასევე ჩართულია ამ პროგრამაში, შეძლებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად რეფინანსირებასა და რესტრუქტურიზებას საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, მიმდინარე სესხის დამტკიცების დროს არსებული პირობებით. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას არ იცვლება მიმდინარე სესხზე არსებული საკრედიტო გარანტიის ლიმიტი.

9. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით სესხის/სალიზინგო პროექტის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ.

10. ამ მუხლით განსაზღვრული პირობები მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დამტკიცებულ სესხებსა და სალიზინგო პროექტებზე.

11. დაემატოს საზღვაო თევზჭერის გარანტიის კომპონენტი შემდეგი პირობებით:

ა) საზღვაო თევზჭერის გარანტიის კომპონენტში (შემდგომში − კომპონენტი) ჩართვის შესაძლებლობა აქვს ამ პროგრამის ფარგლებში საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობით გაცემულ სალიზინგო პროექტ(ებ)ს, გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა;

ბ) კომპონენტი ხორციელდება კორპორაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;

გ) კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია გასცემს სალიზინგო გარანტიას (შემდგომში − გარანტია), ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

დ) კომპონენტის ფარგლებში გარანტია გაიცემა სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილ, არაუმეტეს სალიზინგო პროექტის ძირი თანხის 60 პროცენტის ოდენობაზე;

ე) კომპონენტის ფარგლებში სალიზინგო პროექტის ლიზინგის საგნის ღირებულებისა და გარანტიის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110 (ას ათი) პროცენტს;

ვ) გარანტია მოქმედებს სალიზინგო პროექტის კომპონენტში ჩართვიდან არაუმეტეს 8 წლის განმავლობაში;

ზ) სალიზინგო კომპანია აგზავნის კორპორაციაში განაცხადს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სალიზინგო პროექტის კომპონენტში ჩართვის შესახებ;

თ) კორპორაცია განაცხადის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტის კომპონენტში ჩართვის შესახებ. კორპორაციის დასტურის შემთხვევაში სალიზინგო პროექტი მიიჩნევა კომპონენტში ჩართულად;

ი) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განაცხადის დადასტურების შემდეგ, სალიზინგო კომპანია, კორპორაციასთან შეთანხმებული ფორმით და ვადაში, წარადგენს განაცხადს გარანტირებული ნაწილის (გაცემულ სალიზინგო პროექტზე კორპორაციის მიერ განთავსებული/განსათავსებელი თანხა) მოთხოვნის თაობაზე;

კ) კორპორაცია, განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში,  უზრუნველყოფს გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრულ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე;

ლ) ყოველი თვის 10 რიცხვამდე კორპორაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული სალიზინგო პროექტების ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად გარანტირებული ნაწილის შემცირებას;

მ) კორპორაცია ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის გარანტირებული ნაწილიდან გამოთავისუფლებულ თანხებს მიმართავს საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრულ საერთო სახსრებში;

ნ) საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრული დეფოლტის დადგომის შემთხვევაში სალიზინგო კომპანია დაუყოვნებლივ აცნობებს კორპორაციას და აწვდის ინფორმაციას ასათვისებელი გარანტირებული ნაწილის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა);

ო) ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სალიზინგო პროექტის ნარჩენი ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად;

პ) კორპორაცია ამოწმებს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ასათვისებელი თანხის სისწორეს და, დადასტურების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული გარანტირებული ნაწილის სრული ოდენობით  (თუმცა არაუმეტეს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სესხის ძირი თანხის 60 პროცენტის ოდენობისა) გადარიცხვას სალიზინგო კომპანიისთვის. ამისათვის, სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული გარანტირებული ნაწილი სრულად ჩაირიცხება ხაზინაში კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, რის შემდგომაც კორპორაცია ახდენს აღნიშნული თანხის გადარიცხვას სალიზინგო კომპანიის  მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;

ჟ) დეფოლტის დადგომის საფუძველზე, სალიზინგო კომპანია უზრუნველყოფს გადეფოლტებული სალიზინგო პროექტის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

რ) გარანტიის კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

მუხლი 34

1. ამ მუხლით განსაზღვრული პირობები მოქმედებს ამ დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის (თავი I)  ფარგლებში გაცემული ყველა სესხსა და სალიზინგო პროექტზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამოღებულ იქნეს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) კორპორაციის მიერ თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 22.05.2026წ.

დანართი №1
(იხილეთ თანდართული რედაქციით) 

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.


დანართი №11

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.


 

დანართი №2

  (იხილეთ თანდართული რედაქციით) 

 საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.


       

დანართი №3

(იხილეთ თანდართული რედაქციით) 

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.


დანართი №4

(იხილეთ თანდართული რედაქციით) 

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.

 
დანართი №5

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.

 
დანართი №6
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივლისის დადგენილება №379 – ვებგვერდი, 21.07.2022წ.
 
დანართი №7

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.

 

დანართი №8

(იხილეთ თანდართული რედაქციით) 

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.

 

დანართი №9

  (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №343 - ვებგვერდი, 15.08.2025წ.


კრებსითი — სრული ვერსია