ქ. თბილისის მერიის პროექტის – „მეცნიერების, გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამარჯვებულთა მხარდასაჭერად ცალკეული საქონლის, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2364
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისის მერიის პროექტის – „მეცნიერების, გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამარჯვებულთა მხარდასაჭერად ცალკეული საქონლის, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2364

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის პროექტის – „მეცნიერების, გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამარჯვებულთა მხარდასაჭერად ცალკეული საქონლის, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის პროექტის – „მეცნიერების, გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამარჯვებულთა მხარდასაჭერად ცალკეული საქონლის, მომსახურების შესყიდვისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქ. თბილისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამასთან, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ქ. თბილისის მერიას შეუძლია არ მოსთხოვოს მიმწოდებელს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენა.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია