საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2360
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) შორის „ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური