ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2488
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2488

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ინდივიდუალურ მეწარმე მარინა ზაზაშვილისათვის (ს/კ 03001011757) გაცემულ ხე-ტყის დამზადების №0000022 სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შეიცვალოს ლიცენზიით დადგენილი მთლიანი სალიცენზიო ფართობის ფარგლებში საექსპლუატაციო ფართობი (2 ჰექტარი) და განისაზღვროს 16,2 ჰექტარით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია