„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის- ფოთის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის № 10/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11/13
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2014-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-04
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.111.016203
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის- ფოთის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის № 10/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №11/13

2014 წლის 29 მაისი

ქ. ფოთი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის № 10/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №10/10 დადგენილებაში (06/05/2014 სარეგისტრაციო კოდი: 040090000.35.111.016200), კერძოდ:

დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით: „ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე  დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა

კრებსითი — სრული ვერსია