„თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11/12
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2014-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016202
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №1/12

2014 წლის 29 მაისი

ქ. ფოთი

 

,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში  (ვებგვერდი, 10/03/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016195) კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ჩემპიონატში სპორტის გუნდურ  სახეობებში (ხელბურთი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი) გამარჯვებულზე:    

ა) I ადგილისთვის გუნდზე გაიცეს (უფლებამოსილ პირზე)  – 2000  ლარი,  მწვრთნელზე –  1000 ლარი;

ბ) II  ადგილისთვის გუნდზე გაიცეს (უფლებამოსილ პირზე) – 1600  ლარი, მწვრთნელზე –  800 ლარი;

გ) III ადგილისთვის  გუნდზე გაიცეს (უფლებამოსილ პირზე) – 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი.“.                                                                                  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა

კრებსითი — სრული ვერსია