|
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და მისი ტერიტორიული დანაყოფების მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 მაისი 2014 წ. N2470-IIს |