საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 381
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 180 665 (ას ოთხმოცი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა დ. გაგოშიძემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე