„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2008 წლის 4 სექტემბერს გაფორმებულ №1-8335 ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2011 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1910
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2008 წლის 4 სექტემბერს გაფორმებულ №1-8335 ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2011 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1910

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2008 წლის 4 სექტემბერს გაფორმებულ №1-8335 ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2011 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „რაიმონდი“ გათავისუფლდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2008 წლის 4 სექტემბერს გაფორმებულ №1-8335 ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „რაიმონდს“ შორის 2011 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების 1.4 პუნქტით გათვალისწინებული 2.1 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობის საფუძველზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                                ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია