საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1905
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სვანეთის რეგიონის განვითარებისა და მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მიმდინარე პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №1663 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სვანეთის რეგიონის განვითარებისა და მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მიმდინარე პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №1663 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების შესაბამისად მონიშნული მერქნული რესურსიდან მიღებული სათბობი შეშა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.‘‘.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური