„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4525
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-31
სარეგისტრაციო კოდი
200.230.100.05.001.002.769
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს (ორგანიზაციას) თანხმობა მისცეს დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში საქმე აღძრან დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 28 მარტი.

№4525–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია