„გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №1121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1904
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №1121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1904

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №1121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №1121 განკარგულებაში და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სოფელ ნიქოზის კაშხლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 480 000 (ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია