„2011 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1596 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1900
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„2011 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1596 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1900

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„2011 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1596 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2011 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1596 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 1 – 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი – 37 01 15) გამოყოფილი ასიგნებებიდან სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტს“ პროგრამა „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ დასაფინანსებლად გამოუყოს 5 600 000( ხუთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი.

11. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია