„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
811
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 811

2011 წლის 1 2 აპრილი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და/ან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების მიერ წარდგენილი, №4 დანართით გათვალისწინებული სხვა ოჯახები/აბონენტები, აგრეთვე ქ. თბილისში მცხოვრები ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტი, რომლის მოხმარებაც უწყვეტი (ყოველთვიური) იყო მინიმუმ 6 თვის განმავლობაში 2009/2010 წლების ზამთრის განმავლობაში, კერძოდ – 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე და აღნიშნულ 6-თვიან პერიოდში მისი ჯამური მოხმარება აღემატება 100 კვტსთ-ს (გარდა მე-2 პუნქტის „ ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აბონენტებისა);“.

2. მე-4 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) 2011 წლის 1 ივნისამდე განკარგულების №2 და №4 დანართებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებები;“ .

3. მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 2011 წლის 1 ივნისამდე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ აქტიურ მომხმარებელზე 20 ლარი) გადარიცხვა №4 დანართით განსაზღვრულ მხოლოდ იმ მოსარგებლეებზე, რომლებსაც გადაეცათ ვაუჩერი.“.

4. მე-6 პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ2) განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 238,660 აქტიური მომხმარებლების სია №4 დანართის შესაბამისად;“.

5. განკარგულებით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია